სირიის არმიამ დეირ-ეზ-ზორის ბაზის ბლოკადა გაარღვია, ბრძოლები ავიაბაზის პერიმეტრზე მიმდინარეობს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
რუსული სააგენტოს ცნობით, ავიაბაზაზე სირიის არმიის ელიტური ქვედანაყოფების მოწინავე ნაწილები - საავიაციო და საარტილერიო მხარდაჭერის ფონზე - გენერლების, ისამა ზახრედინისა და ჰასან სუხელას მეთაურობით შეიჭრნენ, განადგურებულია „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე ერთეული ტექნიკა და ტერორისტების თავდაცვითი იარაღი. ავიაბაზის პერიმიეტრზე ბრძოლები გრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.