„ილოცეთ, ილოცეთ ყველასათვის ფლორიდაში“ - მომაკვდინებელი ქარიშხალი „ირმა“ თავს დაატყდა ფლორიდას - 3.4 მილიონზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
10-09-2017, 10:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფლორიდის შტატს ქარიშხალი „ირმა“ უკვე თავს დაატყდა და შტატის სამხრეთით მდგომარეობა უარესდება. აშშ-ის მედიის ცნობით, სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შერიფის მოადგილე. 

 


როგორც BBC იუწყება, მეოთხე კატეგორიის შტორმი, რომელსაც 209კმ/სთ სიჩქარის ქარი და კოკისპირული წვიმა ახლავს თან, დასავლეთ სანაპიროს რამდენიმე საათში გადაუვლის.

 

 

 


შტატის გუბერნატორმა, რიკ სკოტმა განაცხადა, რომ იგი სწორედ დასავლეთ სანაპიროს გამო არის „ძალიან შეწუხებული“.

 

 

„ილოცეთ, ილოცეთ ყველასათვის ფლორიდაში“, განუცხადა შტატის გუბერნატორმა, რიკ სკოტმა „Fox News Sunday“-ს. 

 


3.4 მილიონზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, შტატის მოსახლოების 30%-ის, 6.3 მილიონი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა და მაიამის ნაწილები წყლის ქვეშააა მოქცეული.

 

 


ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 4.6 მეტრამდე მიაღწიოს. ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, კუნძულებზე დარჩენა „თითქმის თვითმკვლელობის ტოლფასი“ იქნებოდა.

 

 

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდის გადაუდებელი დახმარების წინადადება მოიწონა. მან ქარიშხალი აღწერა, როგორც „დიდი მონსტრი“, შეაქო ფედერალური სააგენტოები, რომლებიც შტორმის წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩართულნი და განაცხადა, რომ იგი „ძალიან მალე“ ჩავა შტატში.

 

კომენტარები: 2
#2   სოსო
      
ტრილიონობით ზარალს აყენებენ ეს ტაიფუნები მარტო შტატებს, და ატმოსფერული ტექნოლოგიების 1%-ით დაფინანსებაზე წუწურაქობენ მთავრობები ამ პრობლემის საშველად!
11 სექტემბერი 2017 03:41
#1   რადუგა
      
მშვიდობა და უფლის წყალობა ყველა ადამიანს ფლორიდაში , მშვიდობა ყოფილიყვეს მთელს მსოფლიოში და საქართველოში, დაგვიცვას ყოველგვარი განსაცდელი აგვარიდოს მიუხედავად ჩადენილი ცოდვებისა, ნოეს კიდობანის დრო მოდის დავფიქრდეთ , გვიყვარდეს ერთმანეთი
10 სექტემბერი 2017 13:27
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი