ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს „სრული განადგურებით“ ემუქრება, თუკი ვაშინგტონი დაჟინებით განაგრძობს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო კონფრონტაციას ფხენიანთან
11-09-2017, 00:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მომდინარე სანქციები და ზეწოლა „აბსოლუტურად უგუნურ ფაზაში“ შედის, მისი მიზანი ქვეყნის „სუვერენიტეტის და არსებობის უფლების სრული განადგურებაა“ და გამაფრთხილებლად აცხადებს, რომ ქვეყანა მზად არის „მთელი რიგი ისეთი მკაცრი ზომები მიღოს, რაც ადრე მათ [ამერიკელებს] არ უნახავთ“.

 


„რია ნოვოსტის“ ცნობით, ჩრდილოეთ კორეის საგარეო უწყების განცხადება ორშაბათს კორეის ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ (KCNA) გაავრცელა.

 


ფხენიანი ბრალს სდებს ვაშინგტონს იმაში, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ „ყველაზე მკაცრი სანქციების რეზოლუცია“ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მანიპულირების გზით იყოს მიღებული.

 


საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ „უმძლავრესი თერმობირთვული იარაღი“ იმ მიზნით განავითარეს, რომ „შეკავებულ იქნეს მზარდი მტრული ქმედებები და ბირთვული მუქარა შეერთებული შტატების მხრიდან და შემცირებული იყოს ბირთვული ომის საფრთხეები კორეის ნახევარკუნძულსა და რეგიონში“.

 


„კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა მჭიდროდ ადევნებს თვალყურს აშშ-ის ქმედებებს... კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა მზად არის გამოიყენოს აბსოლუტური ზომების ნებისმიერი ფორმა. მომავალი ზომები, რომელსაც მიიღებს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა გამოიწვევს ისეთ დიდ ტკივილსა და ტანჯვა-წამებას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რაც მას მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში არ განუცდია... მსოფლიო მოწმე გახდება იმისა, თუ როგორ დაიმორჩილებს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა ამერიკელ დამნაშავეებს იმგვარი მკაცრი ზომების მიღებით, რაც მათ ადრე არ უნახავთ“, ნათქვამია განცხადებაში.

 


კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სრულად უნდა გააცნობიეროს, რომ მანამ, სანამ ისინი დაჟინებით განაგრძობენ თავიანთ გაძლიერებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო კონფრონტაციას კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ისინი ვერასდროს შეძლებენ თავიდან აიცილონ სრული განადგურება“.

 

 

აშშ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი, უმკაცრესი სანქციების წინადადებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს ორშაბათს მიმართავს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი