მოსაზრება - გია ნოდია: „მიშამ წუხანდელი გარღვევით აჩვენა, რომ ფიგურაა... საქართველოში თავისი მომხრეებიც გამოაცოცხლა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მაგარია“
11-09-2017, 03:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა „წუხანდელი გარღვევით“ აჩვენა, რომ ფიგურაა უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ამავე დროს მან „საქართველოში თავისი მომხრეებიც გამოაცოცხლა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მაგარია“.

 


„რა მოიგო მიშამ წუხანდელი გარღვევით? აჩვენა, რომ თამაშშია, რომ ფიგურაა, რომ მარტო კი არ არის „საკუთარ“ ორ პროცენტთან ერთად, არამედ სხვა სერიოზული ოპოზიციური ფიგურებიც მის გვერდით დგანან. განსაკუთრებით ტიმოშენკო, რომლის პარტია მიშასაზე ბევრად უფრო ძლიერია - უფრო ზუსტად, ამ ეტაპზე ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიაა. ამ განლაგებაში, ტიმოშენკო რომ ფიზიკურად შენს გვერდით დადგა, ესე იგი სერიოზულ მოთამაშედ რჩები. მოკლედ რომ ვთქვათ, უკრაინაში მარგინალიზაციის საფრთხე ჰქონდა და ამ ეტაპზე ეს საფრთხე გადალახა. სულ მცირე, უკრაინის მთავარი ნიუსმეიქერია, ამ ეტაპზე მაინც.

 


„პარალელულად - როგორც ‘გვერდითი შედეგი’ - საქართველოში თავისი მომხრეებიც გამოაცოცხლა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მაგარია. უდუმაშვილის წყალ-ღვინო კამპანიამ რაც ვერ ქნა, ერთ დღეში აანაზღაურა“, აცხადებს ნოდია, თუმცა ამატებს, რომ სააკაშვილმა „მოკლევადიან პერსპექტივაში“ გაიმარჯვა და თუ რა იქნება მომავალში ძნელია, რომ განჭვრიტო.

 


პოლიტოლოგი ამბობს, რომ „მოხდა საზღვრის მასობრივი უკანონო და ძალადობრივი გადაკვეთა“ და თუკი სააკაშვილს „მოქალაქეობა თითიდან გამოწოვილი მიზეზებით წაართვეს, ახლა პოროშენკოს სამართლებრივად რეალური კოზირი გაუჩნდა, რომელზეც ვერ შეედავები“. ამ ფონზე კი ნოდია არ გამორიცხავს იმასაც, რომ უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილი საქართველოს გადასცეს.

 


„კრაკოვეცის გარღვევა, სინამდვილეში, სასოწარკვეთის აქტი იყო, პოკერში რომ ბოლო ფული გაქვს და all-in-ს რომ შედიხარ. ამ ეტაპზე მოიგე, თამაშში დარჩი, მაგრამ ამის შემდეგ როგორ უნდა ამოქაჩო? ფაქტია, რომ მოხდა საზღვრის მასობრივი უკანონო და ძალადობრივი გადაკვეთა. თუ მიშას მოქალაქეობა თითიდან გამოწოვილი მიზეზებით წაართვეს, ახლა პოროშენკოს სამართლებრივად რეალური კოზირი გაუჩნდა, რომელზეც ვერ შეედავები. როგორ გამოიყენებს, სხვა საკითხია, უკრაინის პოლიტიკის და საზოგადოებრივი განწყობის ნიუანსებში უნდა ერკვეოდე, რასაც ვერ დავიკვეხნი. მაგრამ ადრე არ ჰქონდა პოროშენკოს ეს კოზირი, ახლა აქვს. რამდენი ხანი ივლის მიშა მომხრეებით გარშემორტყმული? ახლა მიშას სულ რევოლუციური სიტუაცია სჭირდება, პრინციპში, ახალი მაიდანი, მაგრამ არის ამის რესურსი და განწყობა უკრაინაში? მე რა ვიცი, მაგრამ მეეჭვება. მეორეს მხრივ, აქამდე არ მჯეროდა, რომ პოროშენკო ოდესმე გაბედავდა მიშას ბიძინასთვის გადმოცემას, ახლა უკვე აღარაფერს გამოვრიცხავ (ბიძინას კი არ გაეხარდება ეს, მაგრამ აწი უკან დასახევი აღარა აქვს). არ ვამბობ, რომ ამის ალბათობა მაღალია, მაგრამ ნოლი აღარ არის.

 


„რეიტინგის და გაძლიერების თვალსაზრისით, საბოლოო ჯამში ვინ უფრო იხეირებს საზღვრის გადმოკვეთის პერფორმანსით - მიშა თუ ტიმოშენკო? თუ სულაც პოროშენკო, რომელიც ანარქიისგან და უკანონობისგან დამცველის მანტიას შემოისხამს (როგორც 2016-ის არჩევნების დროს ბიძინამ გააკეთა, ოღონდ ამის ნაკლები საფუძველი ჰქონდა), და შეშინებული ხალხი დაუჯერებს?

 


„მიშას უკრაინელი და ქართველი მომხრეები წუხანდელის „პახმელიიდან“ რომ გამოვლენ, ამაზე მოუწევთ ფიქრი. თამაშის ფსონები აიწია, აზარტი მეტია, მეტია გაურკვევლობაც“, წერს გია ნოდია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი