პუტინმა 2018 წლის 1-ლი იანვრიდან შრომითი ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ახლანდელი საარსებო მინიმუმის 85%-მდე გაზრდის წინადადებით მთავრობას მიმართა
11-09-2017, 07:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვლადიმერ პუტინმა მთავრობას 2018 წლის 1-ლი იანვრიდან რუსეთის შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის შრომითი ანაზღაურების მინიმალური ოდენობის ახლანდელი საარსებო მინიმუმის 71- 72%-დან 85%-მდე გაზრდის და 2019 წელს მინიმალური ხელფასის ოდენობის საარსებო მინიმუმთან გათანაბრების წინადადებით მიმართა და დაავალა მთავრობას, შესაბამისი კანონპროექტი, მომავალი სამი წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტთან ერთად, სახელმწიფო სათათბიროში იქნეს შეტანილი.

 


როგორც  სააგენტო „რია ნოვოსტი“ წერს, მთავრობის წევრებთან შეხვედრისას პუტინმა გაიხსენა, რომ 2016 წელს შრომითი ანაზღაურების მინიმალური ოდენობა ორჯერ გაიზარდა: 1-ლი იანვრიდან და 1-ლი ივლისიდან. ამჟამად შრომითი ანაზღაურების მინიმალური ოდენობა 7,8 ათას რუბლს (დაახლოებით 136 აშშ დოლარი - 335 ლარი) შეადგენს - საარსებო მინიმუმის თითქმის 72%-ს.

 


„ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ პრინციპული ამოცანა - შრომითი ანაზღაურების მინიმალური ოდენობა საარსებო მინიმუმს გავუთანაბროთ და გადავლახოთ მდგომარეობა, როცა მინიმალური შესაძლო ხელფასი მოქალაქეთა ძირითად ხარჯებსაც კი ვერ ფარავს“, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი