ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტთან საუბრისას მხარი დაუჭირა მოსკოვის ინიციატივას დონბასში გაერო-ს მშვიდობისმყოფელების გაგზავნის თაობაზე
11-09-2017, 11:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს მხარი დაუჭირა მოსკოვის ინიციატივას უკრაინის ტერიტორიაზე, დონბასში მშვიდობისმყოფელების ინიციატივასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნა, რომ აუცილებელია პროექტში ცვლილებები შევიდეს.

 


როგორც „რია ნოვოსტი“ იტყობინება, ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფან ზაიბერტმა განაცხადა.

 


„მხარეებმა განიხილეს რუსეთის წინადადება დონბასში გაერო-ს მისიასთან დაკავშირებით. ფედერალური კანცლერი პრინციპში მიესალმა რუსულ ინიციატივას, მაგრამ მიანიშნა იმაზე, რომ მანდატში ცვლილებები უნდა შევიდეს“, განაცხადა ზაიბერტმა.

 

 

 


თავის მხრივ, კრემლის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მოსკოვი მზადაა გაერო-ს რეზოლუციის პროექტში, რომელიც დონბასში ორგანიზაციის მისიის ფუნქციებს შეეხება, ცვლიბებები შეიტანოს. კრემლის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ასევე განიხილეს მინსკის შეთანხმების რეალიზაციის გზები და ხაზი გაუსვეს, რომ მიუღებელია ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი დარღვევა.

 


იმ პროექტის თანახმად, რომელიც რუსულმა მხარემ გასული კვირის სამშაბათს გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადასცა, მისიის ჩამოყალიბება უკრაინაში ეუთოს დამკვირვებლების დაცვის მიზნითა განსაზღვრული.

 


უფრო ადრე ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა უკრაინაში მშვიდობისმყოფელების გაგზავნის იდეას, აღნიშნა რა, რომ საუბარი მხოლოდ ეუთოს თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე იქნებოდა შესაძლებელი. მან ასევე დაამატა, რომ „ცისფერჩაფხუტიანები“ მხოლოდ გამყოფ ხაზზე უნდა იყვნენ განლაგებულნი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი