საქართველოს „112"-ის დელეგაცია ნიუ-იორკის „911"-ს ეწვია
12-09-2017, 01:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „112"-ის დეპარტამენტის წარმომადგენლები, აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში, ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდნენ.

 


ვიზიტის ფარგლებში, „112"-ის დელეგაციის წევრები ნიუ-იორკის „911"-ის ქოლ-ცენტრს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (OEM), სახანძრო/სამაშველო დეპარტამენტსა (FDNY) და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს (Northwell Health, EMS) ეწვივნენ და სამუშაო პროცესებს ადგილზე გაეცნენ.

 


შსს-ს ცნობით, ქალაქ ნიუ-იორკის „911"-ის ქოლ-ცენტრში საქართველოს „112"-ის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, დისპეტჩერ/ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გასცნობოდნენ. ასევე ზარის მიღების და შეტყობინების დამუშავების პროცესს დაკვირვებოდნენ.

 


„ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე „112"-ის წარმომადგენლებმა ამერიკულ მხარესთან ერთად განიხილეს საგანგებო შემთხვევებთან დაკავშირებული საკითხები: პრიორიტეტების და შემთხვევის ადგილმდებარეობის განსაზღვრა, გადაუდებელი დახმარებისათვის საჭირო რესურსების ეფექტური მართვა, ცრუ და არამიზნობრივი ზარების შედეგები და აღნიშნული მიმართულებით სანქციების შემუშავება.

 


საქართველოს შსს-ს სსიპ „112"-ის გადაუდებელი დახმარების ცენტრი აშშ-ს „911"-ის ქოლ-ცენტრის ანალოგს წარმოადგენს", აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი