კრემლმა ვლადიმერ პუტინის რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
12-09-2017, 05:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს ჯერჯერობით არ გამოუცხადებია საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის შესახებ და ამ საკითხის გარშემო „წინ გაქცევას“ არავინ აპირებს.

 


„იცით, რომ პრეზიდენტს ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია თავისი გადაწყვეტილება. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ზუსტად იმ მომენტით ხელმძღვანელობს, როცა პრეზიდენტი განაცხადებს თავის გადაწყვეტილებას. და ამისაგან შედგება ჩვენი სამუშაო“, განაცხადა პესკოვმა არჩევნებზე პუტინის ნდობით აღჭურვილი პირების ახალი სიის ფორმირების შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

 


მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ცნობები პუტინის საპრეზიდენტო კანდიდატად წამოყენების თაობაზე - ეს „ჰიპოთეტური“ განხილვებია, აღნიშნა პესკოვმა.

 


„კიდევ ერთხელ ვიმეორებ: პრეზიდენტს არ გაუხმოვანებია რაიმე გადაწყვეტილება, არ უსაუბრია თავისი კანდიდატურის წამოყენების განზრახვაზე, ჯერჯერობით მიმდინარეობს ჩვეულებრივი, საკმაოდ დაძაბული ყოველდღიური მუშაობა, ყველა წინასაარჩევნო პროცედურა, უდავოდ, ვინც არ უნდა იყრიდეს კენჭს, კანონთან ზუსტ შესაბამისაობაში უნდა განხორციელდეს“, განაცხადა პუტინის პრეს-მდივანმა, როგორც ამას სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

 


უფრო ადრე „კომერსანტმა“ თავის წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჯერდნენ იმაზე, თუ როგორ მოხდება წამოყენება: ის ორი ეტაპისგან იქნება წარმოდგენილი, წამოყენება ხელმოწერების შეგროვების გზით მოხდება.

 

 

ვლადიმერ პუტინმა მაისში განაცხადა, რომ რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობის შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია

 


რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს გაიმართება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი