ერდოღანმა რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემის, С-400-ის შეძენის გამო უკმაყოფილო აშშ-ს უთხრა: „ჩვენ თავად ვართ ბატონები ჩვენსავე საკუთარ სახლში“
13-09-2017, 06:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთიდან რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემის, С-400-ის შეძენის გამო ამერიკის შეერთებული შტატების რეაქცია გააკრიტიკა.

 


„მათ დაიწყეს ყვირილი, როდესაც ჩვენ შევთანხმდით С-400-ის შეძენაზე. რა, ჩვენ თქვენთვის უნდა მოგვეცადა? ჩვენ დამოუკიდებლად ვიღებთ გადაწყვეტილებებს და მომავალშიც ასევე მივიღებთ. ჩვენ თავად ვართ ბატონები ჩვენსავე საკუთარ სახლში“, განაცხადა ერდოღანმა ანკარაში, თურქეთის ქალაქების მერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, როგორც ამას „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

 


მან გაიხსენა, რომ მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა უარი განაცხადეს მიეწოდებინათ საბრძოლო უპილოტო თვითმფრინავები, ანკარამ მისი გამოშვება თავად დაიწყო, რამაც ამ ქვეყნებში „შეშფოთება“ გამოიწვია.

 


თურქეთმა უკვე ხელი მოაწერა საკამათო შეთანხმებას რუსეთთან რუსული საზენიტო სარაკეტო С-400-ის შეძენის თაობაზე.

 


პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარამ უკვე დეპოზიტის სახით თანხა გადაიხადა იმ შეთანხმების საფუძველზე, რომლის ღირებულება 2.5 მილიარდი აშშ დოლარია.

 


როგორც BBC წერს, თურქეთს ნატო-ს წევრ ქვეყნებში სიდიდით მეორე ყველაზე დიდი არმია ჰყავს. ალიანსის წევრებს დაჟინებით მოუწოდებენ შეთავსებადი შეიარაღების სისტემები შეიძინონ.

 


თურქეთი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაციების ფონზე, უფრო მჭიდრო კავშირებს ამყარებს რუსეთთან.

 


რუსეთის განცხადებით, С-400-ის სისტემას 400კმ მანძილზე აქვს წვდომა და შეუძლია ერთდროულად 80-მდე სამიზნე ჩამოაგდოს.

 


რუსეთმა С-400 თავის საჰაერო ძალების ბაზაზე სირიაში, ლატაკიასთან ახლოს 2015 წელს განალაგა მას შემდეგ, რაც თურქეთის თვითმფრინავებმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი „სუ-24“ სირია-თურქეთის საზღვარზე ჩამოაგდეს.

 


თურქული Hurriyet-ის ცნობით, ერდოღანმა გამოხატა უკმაყოფილება დასავლელი პარტნიორებისადმი, რომლებიც „უზარმაზარ თანხებს ითხოვენ“ სამხედრო უპილოტო თვითმფრინავებში.

 


მან თქვა, რომ თურქეთმა თურქული დრონებით, რომელიც მან განავითარა, რადგან დასავლურები ძალიან ძვირია, 90 „ტერორისტი“ მოკლა გასულ კვირას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი