გიორგი კვირიკაშვილი: ისეთი სისტემური ნაბიჯები განვახორციელეთ, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკას გაცილებით უფრო მდგრადს და რისკებისადმი მედეგს ხდის
13-09-2017, 07:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია MOODY's-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის Ba3-დან Ba2-მდე გაუმჯობესება.

 


როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, Ba2, სხვა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების შეფასებებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია. მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ ერთი მნიშვნელოვანი სარეიტინგო სააგენტოს მიერ რეიტინგის გაუმჯობესება სხვა კომპანიების - Standard & Poor's და Fitch-ის რეიტინგებშიც აისახება.

 


„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი - 3B, რაც ქვეყანას საინვესტიციო სამყაროში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს და როგორც სუვერენული, ისე კერძო სექტორისგან კრედიტის მოზიდვა გაცილებით იოლი და იაფი გახდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პერსპექტივა შეფასდა სტაბილურად. მინდა, სიტყვასიტყვით გავიმეორო, რომ რეიტინგის გაუმჯობესების მიზეზად, 2014-2016 წლებში რეგიონში განვითარებული გამოწვევების - შოკის წარმატებულად დაძლევა სახელდება.

 

 

ასევე, Moody's-ის შეფასებით, ამ პერიოდში, საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 3.4% შეადგინა მაშინ, როცა რეგიონის ბევრი ქვეყნის ეკონომიკა რეცესიაში, ან რეცესიის პირას იყო. მისასალმებელია, რომ კომპანია ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ინსტიტუტების სიძლიერეს - ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით დინამიკას, პოზიტიურ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მდგრად ფისკალურ პოლიტიკას და განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააგენტომ დადებითად შეაფასა რეფორმები, რომლებიც დოლარიზაციის შემცირებისა და ლარიზაციის ზრდისკენ არის მიმართული", განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ძალიან რთულ მაგრამ ძალიან საჭირო რეფორმას, რომლის განხორციელება წლის დასაწყისში დაიწყო, ეკონომიკურმა გუნდმა, ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით, თავი დიდი წარმატებით გაართვა.

 


პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ რეფორმის განხორციელების შემდეგ, საქართველო გაცილებით უფრო ძლიერი პოზიციით დახვდება ეკონომიკური შოკებს თუ ნებისმიერ რყევას, რომელიც შესაძლოა რეგიონში იყოს.

 


„ასეთი რყევები ყოველთვის ხდება ხოლმე. ჩვენ ისეთი სისტემური ნაბიჯები განვახორციელეთ, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკას გაცილებით უფრო მდგრადს და რისკებისადმი მედეგს ხდის. რა თქმა უნდა, რეიტინგის გაუმჯობესება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი კერძო ინვესტიციებისთვის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ა.შ." აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი