ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 200-ს გადააჭარბა
27-04-2015, 01:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნეპალში 25 აპრილის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 200-ს გადააჭარბა. 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ჩინეთსა და ინდოეთშიც ათობით ადამიანი იმსხვერპლა. ძლიერმა მიწისქვეშა ბიძგებმა ევერესტზე ზვავი გამოიწვია, რასაც 70-მდე ალპინისტი შეეწირა. სტიქიის შედეგად ათასობით ადამიანი საცხოვრებელი სახლის გარეშეა დარჩენილი. მიწისძვრამ გაანადგურა ისტორიული ძეგლები და ინფრასტრუქტურა.


ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში უსახლკაროდ დარჩენილებისა და ევაკუირებული მოსახლეობისთვის კარვებია გაშლილი. სტიქიის ზონებში სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ნეპალის დახმარებას აშშ, ჩინეთი და სხვა ქვეყნები ცდილობენ. ვაშინგტონმა სტიქიის შედეგად დაზარალებულთათვის 1 მილიონი დოლარი გამოყო, დიდმა ბრიტანეთმა - 5 მილიონი ფუნტი, ნორვეგიამ კი - 3,9 მილიონი დოლარი. ჩინეთმა, ინდოეთმა და პაკისტანმა ნეპალში მაშველთა ჯგუფები და ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნეს.


ნეპალის მთავრობა დახმარებას ელოდება გერმანიისგან, ესპანეთისგან, საფრანგეთისგან, ისრაელისა და ევროკავშირისგან.


ნეპალში 7,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა შაბათს დილით მოხდა. ბოლო 80 წელი ნეპალში მსგავსი სიძლიერის მიწისძვრა არ ყოფილა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი