თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორად 28 წლის ყოფილი მოდელი, ჰოუფ ჰიქსი დაინიშნა
13-09-2017, 13:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

28 წლის ჰოუფ ჰიქსი თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციიდან დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.

 

 

ტრამპის დიდი ხნის თანაშემწე მეოთხეა ამ თანამდებობაზე მას შემდეგ რაც ანტონი სკარამუჩი პოსტზე ათდღიანი მუშაობის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს.

 


ჰოუფ ჰიქსს უმუშავია, როგორც ტრამპის სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორს და კამპანიის პრეს-მდივანს.

 


BBC-ის ცნობით, „ტრამპის ორგანიზაციის“ ყოფილი თანამშრომელი, ტრამპისთვის ერთ-ერთი ყველზე ნდობით აღჭურვილი პირია.

 


თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის პოსტზე მისი საქმიანობა ადმინისტრაციის გზავნილების ჩამოყალიბება იქნება, თუმცა პრეს-მდივან სარა ჰაკაბე სანდერსისაგან განსხვავებით იგი უფრო ნაკლებად მოექცევა საჯარო თვალთახედვის არეში.

 


ჰიქსის დანიშვნა, რომელიც რალფ ლორენის ყოფილი მოდელია, თეთრ სახლში ზაფხულის პერიოდში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს მოჰყვა.

 


სკარამუჩი თანამდებობიდან რეპორტიორის მიმართ უხამსი სიტყვების გამოყენებისთვის გაათავისუფლეს.

 


სკარამუჩის დანიშვნის შემდეგ, ორთავემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რეინს პრიბუსმა და პრესმდივანმა, შონ სპაისერმა თანამდებობები დატოვეს.

 


მაიკ დუბკი, რომელმაც კომუნიკაციების დირექტორის თანამდებობა პირველმა დაიკავა, მაისში გადადგა.

 


რეპორტიორები ჰოუფ ჰიქსის ამ თანამდებობაზე დანიშვნას უარყოფითად შეხვდნენ. მათი აზრით ჰოუფი ამ მოვალეობისთვის შესაფერისი არ არის.

 


ფაქტი კი ისაა, რომ იგი ვაშინგტონის ისტებლიშმენტიდან და პოლიტიკური სამყაროდან არ არის მოსული. ყოფილმა მოდელმა ტრამპთან მუშაობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, როგორც BBC წერს, ამის მიუხედავად, მას აქვს რაღაც ფასეული - პრეზიდენტის ნდობა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი