მსხვერპლით დასრულდა შეიარაღებული თავდასხმა ვაშინგტონის შტატის სკოლაში - მოკლულია ერთი და დაჭრილია სულ მცირე სამი ბავშვი
13-09-2017, 14:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაშინგტონის შტატში მდებარე ქალაქ სპოკანის ფრიმანის საშუალო სკოლაში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით 1 ბავშვი მოკლა და სულ მცირე სამი დაჭრა. ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი“ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და პედიატრიული განყოფილების ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მათთან ერთად იმყოფებიან ოჯახის წევრებიც.

 


ქალაქის შერიფის განცხადებით, თავდამსხმელი დაპატიმრებულია, წერს გაზეთი The Spokesman-Review.

 


ჩერილ მოსერმა განაცხადა, რომ მისმა ვაჟმა, მას შემდეგ რაც სროლების ხმა გაიგონა, ფრიმანის სკოლის საკლასო ოთახიდან დაურეკა.

 


„მან დამირეკა და მითხრა: „დედა, სროლებია“. მას შეშინებული ხმა ჰქონდა. მე არასდროს გამიგია მისგან ამის მსგავსი ხმა, უთხრა მოსერმა გაზეთს. „არასდროს ფიქრობ, რომ ამის მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს ასეთ პატარა სკოლაში“.

 


სკოლაში სასწრაფო დახმარების მანქანები და ვერტმფრენი გაიგზავნა.

 


სტეფანია ლუტიემ The Associated Press-ს უთხრა, რომ მან ამოისუნთქა, როცა გაიგო, რომ მისი ვაჟი უსაფრთხოდ იყო, თუმცა ჯერ კიდევ სწუხს სხვების გამო, მათ შორის მისი თანამშრომლის ვაჟის გამო, რომლის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი