რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: „ჯერ ეს ერთი, თავად NATO განლაგდა ჩვენს საზღვრებთან და რუსეთს არ განულაგებია ჯარები გერმანიის და საფრანგეთის საზღვრებთან“
13-09-2017, 23:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ ფომინმა რუსულ-ბელორუსული ერთობლივი სამხედრო წვრთნების, „Запад-2017“-ის შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რომ ნატო-ს ჯარები რუსეთის საზღვრებთან რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების მანევრირების გამო არ განლაგებულან.

 


„ჯერ ეს ერთი, ეს თავად ნატოა, რომელიც განლაგდა ჩვენს საზღვრებთან. თქვენ შეგიძლიათ შენიშნოთ, რომ რუსეთს არ განულაგებია ჯარები გერმანიის და საფრანგეთის საზღვრებთან. ვინ გვევლინება ასეთ შემთხვევაში მამოძრავებელ ძალად? მოდით შევხედოთ მომხდარ ფაქტს მეორე კუთხიდან: სამხედრო სწავლება „Запад-2017“ არ არის საბაბი ნატოსათვის განალაგოს ჯარები პირდაპირ რუსეთის საზღვართან“, განაცხადა მან გერმანულ ტელერადიოკომპანია „დოიჩე ველესათვის“ მიცემულ ინტერვიუში, კორესპონდენტის შენიშვნის - ნატოს გაფართოება შეიძლება განიხილებოდეს, როგორც რეაქცია „რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე“ - საპასუხოდ. მინისტრის მოადგილის სიტყვების ციტირებას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

 


„Запад-2017“ ბელარუსის ტერიტორიაზე 14-20 სექტემბერს ჩატარდება. როგორც „რია ნოვოსტი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, მასში მონაწილეობას მიიღებს12,7 ათასი სამხედრო მოსამსახურე (მათ შორის 5,5 რუსი სამხედრო).

 

 

ნატო-ს არაერთმა წევრმა ქვეყანამ შეშფოთება გამოხატა აღნიშნული წვრთნების გამო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი