სინგაპურის წყლებში გემების შეჯახების შედეგად ორი მეზღვაური დაიღუპა და სამი დაკარგულად არის გამოცხადებული
14-09-2017, 03:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პორტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სინგაპურის წყლებში გემების შეჯახების შედეგად ორი მეზღვაური დაიღუპა და სამი კვლავ დაკარგულად ითვლება.

 


როგორც BBC იუწყება, ერთმანეთს ინდონეზიური სანავთობო ტანკერი და დომინიკელთა საზღვაო ექსკავატორი შეეჯახა.

 


საზღვაო ექსკავატორზე გემის 11 ჩინელი და ერთი მალაიზიელი ეკიპაჟი იმყოფებოდა. შეჯახების შემდეგ შვიდი ჩინელი გადაარჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 


ტანკერზე მყოფ 26 ინდონეზიელ მეზღვაურს დაზიანებები არ მიუღია.

 


როგორც სინგაპურის საზღვაო პორტის ადმინისტრაციამ განაცხადა, ექსკავატორი გადაყირავდა და სანახევროდ ჩაიძირა, ხოლო ტანკერმა დაზიანება მხოლოდ ერთ მხარეს მიიღო.

 


ადმინისტრაცია სამძებრო სამუშაოებს ატარებს და დასახმარებლად ვერტმფრენიც გააგზავნა.

 


მათი თქმით, სინგაპურის დატვირთულ სრუტეში გადაზიდვები არ შეწყვეტილა.

 


ეს ინციდენტი შეერთებული შტატების გამანადგურებლის და სანავთობო ტანკერის შეჯახებიდან თვეზე ნაკლებ დროში მოხდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი