ავსტრალიელმა მსახიობმა, რებელ ვილსონმა ჟურნალს ცილისწამების საქმე მოუგო და 3.6 მილიონი აშშ დოლარი მიიღო
14-09-2017, 03:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცილისწამებისა და დისკრედიტაციის საქმეზე მსახიობ რებელ ვილსონს 3.6 მილიონი აშშ დოლარი (4.6 ავსტრალიური დოლარი) გადაუხადეს, რაც ავსტრალიის სამართლებრივ ისტორიაში ანალოგიურ საქმეზე ყველაზე მაღალი თანხაა.

 


ვილსონმა წარმატებით დაამტკიცა, რომ ჟურნალის სტატიებში მას პერიოდულად არასწორად წარმოაჩენდნენ როგორც მატყუარას.

 


BBC-ის ცნობით, ივნისში ავსტრალიელმა ნაფიცმა მსაჯულებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი ვარსკვლავს, რომელმაც განაცხადა, რომ ამ სტატიებმა მის ჰოლივუდურ კარიერას საფრთხე შეუქმნა. მან განაცხადა, რომ ის ამ ფულს გასცემს.

 


ბაუერ მედია ყოველთვის უარყოფდა, რომ სტატიები ვინმეს ცილს სწამებდნენ და რეპუტაციას ულახავდნენ.

 


მოსამართლე ჯონ დიქსონმა ვიქტორიის უზენაეს სასამართლოს განუცხადა, რომ ცილისწამების საქმე „ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო“ იყო, რადგანაც მან საერთაშორისო რეზონანსი შეიძინა.

 


მან ოთხშაბათს განაცხადა: „ამ ცილისწამებამ ვილსონის სამსახიობო რეპუტაცია შეარყია“.

 


რებელ ვილსონმა განაცხადა: „მოსამართლემ აღნიშნა, რომ მე მაღალი რეპუტაციით ვსარგებლობ და ჩემთვის მიყენებული ზიანი აშკარაა“.

 


მსახიობმა დაამატა: „ეს ფულს არ ეხება. მიღებულ ფულს ავსტრალიის ფილმების ინდუსტრიას და საქველმოქმედო ფონდებს შევწირავ“.

 


ვილსონი სასამართლოში სამი კვირის განმავლობაში ყოველდღე დადიოდა და ექვსი დღე მოწმისთვის განკუთვნილ ადგილას გაატარა.

 


მან განაცხადა, რომ ჟურნალში მასზე რვა სტატია დაიბეჭდა, სადაც მას მატყუარა უწოდეს და ამის გამო ორი მომავალი ფილმი დაკარგა.

 


ექვსი ქალისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა გუნდმა უარყო ბაუერის ჟურნალის არგუმენტები, რომ მისი სტატიები მნიშვნელოვანწილად მართალი, ჩვეულებრივი იყო და არ მოუხდენია გავლენა ვილსონის კარიერაზე. სამოქალაქო საქმეების განხილვისას ვიქტორიაში 12-კაციანი ნაფიც მსაჯულთა ჯგუფი არ არის საჭირო და 6-კაციანი მსაჯულთა გუნდი საკმარისია.

 


ვილსონის თქმით, ვერდიქტმა ტაბლოიდური მედიის „საზიზღარი და სამარცხვინო“ საქციელი გამოამჟღავნა.

 

 

კომენტარები: 1
#1   veles
      
ლამაზი ქალები - ეს სასწორი კალათბურთო რეალურია. როგორც ვიწყებთ დავიწყებთ ეს პოსტი რომ სიუჟეტის შიგან ჩავსვათ, რა არის ლამაზი ქალი? საპატიო წინასწარ ვთქვათ, როგორც ყველა კალათბურთის თამაშში, ლამაზი ქალი იყოფა ხელისუფლების და სტილის მეგობრები (eskorti batumi).

ლამაზი ქალები არ არის მხიარულება მხიარულებაში მხიარულება, ის არის ინდივიდუალურობის და ელეგანტობის გაწევრიანება. ლამაზი ქალები უნდა იყოს გულში სამყარო, რისთვის რამდენიმე მიზეზისათვის, რომ ჩვენ შევიძლოთ უკეთ ჩავანაცვლოთ დღესა და მხიარულება ჩვენს გვარზე.

ლამაზი ქალები იარაღია და წვეულებადი. ისინი სამკაულს ხელს არ იაფადებენ, გულში ელეგანტებენ და სურვილის და სიტყვების სევდის მკაცრე თამაშის დროს.

ლამაზი ქალები არ არის ფიზიკური ჰარმონიის მხიარულობა, ის არის გულში ინდივიდუალურობის და ელეგანტობის გაწევრიანება. ლამაზი ქალები უნდა იყოს გულში სა
31 ოქტომბერი 2023 14:49
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი