დაღუპული პოლიციელის შვილს გიორგი მღებრიშვილი ბათუმში ესტუმრა, საჩუქრები გადასცა და სკოლაში წაიყვანა
15-09-2017, 03:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელის, ზურაბ ზოიძის პირველკლასელ შვილს სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ბათუმში ესტუმრა, საჩუქრები გადასცა და სკოლაში წაიყვანა.

 


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს უფროსის მოადგილე, ზურაბ ზოიძე 2009 წლის 15 დეკემბერს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

 

 

მათივე ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, უკვე მესამე წელია, ტრადიციად დამკვიდრდა, რომ შსს-ს დაღუპული თანამშრომლების პირველკლასელ შვილებს შს მინისტრი და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები სასწავლო წლის დაწყებას პირადად ულოცავენ, საჩუქრებს გადასცემენ და სკოლაში მიჰყავთ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი