კახა კალაძე აცხადებს, რომ მისი მერობის პერიოდში, მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა მწვანე სივრცეებისა და კულტურული მემკვიდრეობის შეზღუდვის ხარჯზე
15-09-2017, 04:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, დეველოპერებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მიმართავს და აცხადებს, რომ მისი მერობის პერიოდში, მწვანე სივრცეებისა და კულტურული მემკვიდრეობის შეზღუდვის ხარჯზე მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა.

 


„მე არ ვარ მშენებლობის წინააღმდეგი. პირიქით, ჩვენ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ქალაქის სწორ განვითარებას, თუმცა, ახლა, გულწრფელად მინდა გითხრათ ყველას, რომ ჩემი მერობის პერიოდში, მშენებლობის არც ერთი ნებართვა არ გაიცემა, არც ერთი პროექტი არ განხორციელდება მწვანე სივრცეების, სკვერების, პარკების, სათამაშო მოედნების, კულტურული მემკვიდრეობის და საზოგადოებრივი სივრცეების შეზღუდვების ხარჯზე“, განაცხადა კახა კალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის წარდგენისას.

 


მერობის კანდიდატი დარწმუნებულია, რომსაზოგადოებასთან ერთად, ქალაქის გაჯანსაღებისთვისბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანიპროექტი განხორციელდება.

 


კახა კალაძე იმედოვნებს, რომ პირველ რიგში, სწორედ საზოგადოება დადგება ხელისუფლების გვერდით, რათა ის პრობლემებიერთად გადაწყვიტონ, რაც ქალაქს ქაოტური განაშენიანების თვალსაზრისით აქვს.

 


„მჯერა, რომ ჩვენ შევქმნით ამ ქალაქის ახალ, საამაყო ისტორიაა, სადაც სათანადოდ იქნება დაფასებული ქალაქის წარსული, ყველა უბანი იქნება მოწესრიგებული, გამწვანებული და თანაბრად განვითარებული, სადაც ცხოვრება სასიამოვნო და სასურველი იქნება ადამიანებისთსთვის“, აღნიშნა კახა კალაძემ.

 


ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი