​ყაზახეთში საქართველოს საკონსულოს გახსნის ცერემონია და საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმი გაიმართა
15-09-2017, 08:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყაზახეთში, ქალაქ ყარაგანდაში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის საზეიმო ცერემონია და საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმი გაიმართა.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა ყაზახეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ყაზახეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების, საჯარო სტრუქტურების და ბიზნეს სექტორის 100-მდე წარმომადგენელმა მიიღო.

 

 

„დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ყაზახეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბაშიძემ და საქართველოს საპატიო კონსულმა ჟანატ ტუსუპბეკოვმა.

 

 

ბიზნესფორუმის დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საინვესტიციო კლიმატის და ენერგეტიკის სფეროში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს საქართველოს ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა. ფორუმის მონაწილეებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ საქართველოში ბიზნესის დაწყების და წარმოების სამართლებრივ რეგულაციებთან, საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატთან და ლიბერალურ საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებით.

 

 

ბიზნესფორუმის ფარგლებში გამართულ საზეიმო მიღებაზე კი, სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების, საქართველოს ტურისტული რეგიონების პოტენციალისა და ეთნოგრაფიული კუთხეების, ეკონომიკური განვითარებისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ. ღონისძიების დასასრულს სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ და ყაზახურ ფოლკლორს და დაეგემოვნებინათ ქართული ეროვნული კერძები და ღვინო.

 


ყაზახეთში საქართველოს საპატიო საკონსულოს შენობის საზეიმო გახსნის ცერემონია და საქართველო-ყაზახეთის ბიზნესფორუმი საქართველოს საელჩოს, საქართველოს საპატიო კონსულის ჟანატ ტუსუპბეკოვის და ყარაგანდის აკიმის (გუბერნატორის) ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა", აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი