პოლიციამ ლონდონის მეტროში ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილი 18 წლის მამაკაცი დააკავა
16-09-2017, 05:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის პოლიციამ პარასკევს დილის საათებში ლონდონის მეტროში განხორციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილის სახით 18 წლის ახალგაზრდა დააკავა. ამის შესახებ „სკოტლანდ იარდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

 

მამაკაცი კენტის პოლიციამ დოვერში პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შაბათს დააკავა და პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში გადაიყვანა.

 

 

ლონდონის პოლიციის უფროსის მოადგილის თანაშემწემ, კომისარმა ნეილ ბასუმ განაცხადა, რომ დაკავება „მნიშვნელოვანია“, მაგრამ დაამატა, რომ ტერორისტული საფრთხე „კრიტიკული“ რჩება.

 

 

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ამბერ რუდი მთავრობის Cobra-ს კომიტეტის შეხვედრას გაუძღვება, რომელიც ადგილობრივი დროით 13:00 საათზე (თბილისის დროით 16:00 სთ) დაიწყება.

 

 

დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხე უმაღლეს დონემდე მას შემდეგ გაიზარდა, რაც  ლონდონის მეტროში პარასკევს ჯიჰადისტურმა დაჯგუფებამ, „ისლამური სახელმწიფო“ ტერორისტული აქტი განახორციელა.

 

 

პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ ლონდონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მეტროსადგურ „პარსონს გრიინზე“ ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შემდეგ განაცხადა, რომ საფრთხე ახლა კრიტიკულია, რაც იმას ნიშნავს რომ მოსალოდნელია უახლოესი თავდასხმა.

 

 

როგორც BBC იუწყება, მას შემდეგ რაც სამხედრო დახმარების მოთხოვნის შესახებ გახდა ცნობილი, პოლიციამ განაცხადა, რომ 1000-მდე შეიარაღებული ოფიცერი იქნება განლაგებული ქვეყნის გარშემო.

 

 

პოლიცია ერთზე მეტ ეჭვმიტანილს ეძებს, რადგან მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნახსენებია სიტყვა „ეჭვმიტანილები“. პოლიციაც და პრემიერ მინისტრიც მოუწოდებს მოქალაქეებს „სიფხიზლისკენ“, თუმცა ტერეზა მეი აღნიშნავს, რომ ადამიანებმა ჩვეულებრივ უნდა განაგრძონ თავიანთი საქმიანობა.

 

 

თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც დაზიანებები 29 ადამიანმა მიიღო, პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

 

 

ტერეზა მეის თქმით, სამხედროები პოლიციას გაუწევენ დახმარებას და ეროვნული ინფრასტრუქტურის ადგილებში, რომლებიც საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელია, იმ ოფიცრებს შეცვლიან, რომელთაც მორიგეობა უწევთ.

 

 

შეიარაღებული პოლიციის ოფიცრების რაოდენობა გაიზრდება შოტლანდიის ქუჩებში, განსაკუთრებით მთავარ ლოკაციებსა და ხალხმრავალ ადგილებში.

 

 

ტრეზა მეიმ განაცხადა: „საზოგადოება უფრო მეტ შეიარაღებულ პოლიციელს იხილავს სატრანსპორტო ქსელში და ჩვენს ქუჩებზე და ისინი დამატებით დაცვით ღონისძიებებს განახორციელებენ.

 

 

„ეს თანაზომიერი და გონივრული ნაბიჯია და ის უზრუნველყოფს შემდგომ გარანტიას და დაცვას მაშინ, როცა გამოძიება წინ მიდის“.

 

 

პარასკევს დილის პიკის საათებში, ადგილობრივი დროით 08:20 სთ-ზე ლონდონის მეტროში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად საავადმყოფოებში 28 ადამიანია მოთავსებული. მათ უმრავლესობას დამწვრობები აქვს მიღებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი