თერჯოლის მერობისთვის „ქართული ოცნებიდან“ ბონდო სოფრომაძე იბრძოლებს
16-09-2017, 06:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მერობისთვის პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ ბონდო სოფრომაძე იბრძოლებს.

 

 

 

 

მმართველი პარტიის კანდიდატი თერჯოლის მოსახლეობას საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და მმართველი გუნდის სახელით თერჯოლისა და ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ, იმერეთის გუბერნატორის 1-ლმა მოადგილემ გია დალაქიშვილმა წარუდგინეს.

 

 

 

 

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თერჯოლის მერობის კანდიდატად ბონდო სოფრომაძე მისი დიდი და მრავალმხრივი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის გამო შეირჩა. „ქართულ ოცნებაში“ იმედი აქვთ, რომ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იგი დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და მეორე ტურის გამართვის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დადგება.

 

 

 

 

ბონდო სოფრომაძის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ბიოგრაფიული მონაცემები ასეთია:  

 

 

• ბონდო სოფრომაძე დაიბადა 1963 წლის 16 დეკემბერს, თერჯოლის რაიონის სოფელ რუფოთში;

 

• 1981წელს დაამთავრა რუფოთის საშუალო სკოლა;

 

• 1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის ეკონომიკისა და საქონელმცოდნეობის ფაკულტეტი;

 

• 1996 წელს დაამთავრა თბილისის მართვის ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით;

 

• 1998-2001 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი;

 

• 1981 წელს მუშაობდა მუშად თერჯოლის რაიონში;

 

• 1991 წელს დაინიშნა თერჯოლის რაიონის გამგეობის ეკონომიკური განყოფილების უფროსად;

 

• 1993-1994 წლებში იყო ჯერ თერჯოლის რაიონის ავტომოტოსერვისის გაერთიანების დირექტორი, შემდეგ ზესტაფონის საბაჟო სამსახურის საგუშაგოს უფროსი;

 

• 1997 წელს იყო ქუთაისის საბაჟო სამსახურის საფინანსო საგადასახადო და სტატისტიკის სამსახურის უფროსი;

 

• 2000 წელს მუშაობდა საქართველოს შემოსავლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შემოწმებისა და კონტროლის სამმართველოს განყოფილების უფროსად. იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მონიტორინგისა და კონტროლის სამმართველოს განყოფილების უფროსი;

 

• 2002-2010 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, თბილისის სავაჭრო ეკონომიკური ინსტიტუტის რექტორი (2005-2009 წწ);

 

• 2010 წელს მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის მონიტორინგისა და შიდა კონტროლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე;

 

• 2014-2015 წლებში იყო შპს „ახალი დონის“ დირექტორი;

 

• 2015 წელს დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ინსპექტირების მთავარი სამმართველოს ფინანსური შემოწმების სამმართველოს უფროსად;

 

• 2015 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ გამოკვლევათა სამმართველოს უფროსი;

 

• არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი;

 

• ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს;

 

• ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი