რიგის საერთაშორისო აეროპორტმა დღეს დილით მუშაობა შეაჩერა, “ლიგა.ნეტის” ცნობით, ამის მიზეზი ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის საფრთხე გახდა.
როგორც აეროპორტის პრესსპიკერი იტყობინება, ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით დაახლოებით 7:00 საათზე მიიღეს, რის შემდეგაც მგზავრების და თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.
ამ დროისთვის რესიები აღდგენილია, სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ტერიტორია შეამოწმეს და ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ იპოვეს.
ინციდენტის შედეგად თბილისიდან, ნიუ-იორკიდან, ტალინიდან, მალტადან, ჰელსინკიდან და კიდევ რამდენიმე ქალაქიდან თვითმფრინავები სხვა აეროპორტში გადაამისამართეს. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. რიგის აეროპორტი ლატვიის დედაქალაქიდან 13 კილომეტრში მდებარეობს და ბალტიისპირეთში ყველაზე დიდი აეროპორტია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.