გიორგი კვირიკაშვილი: „წელს ზემო სვანეთის მიმართულებით იმდენად გაზრდილი იყო ტურისტების მოთხოვნა, რომ ჩვენ ფრენების რაოდენობა გავზარდეთ“
16-09-2017, 10:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების წარდგენისას. მან აღნიშნა, რომ წელს ზემო სვანეთის მიმართულებით იმდენად დიდი იყო ტურისტების მოგზაურობის მოთხოვნა, რომ მთავრობამ მესტიისკენ ფრენების რაოდენობა გაზარდა.

 


„სამეგრელო - ზემო სვანეთს აქვს ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი და ჩვენ ამ მიმართულებით, ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს. ამ რეგიონს ბოლო სამი წლის განმავლობაში 11 ახალი სასტუმრო შეემატა და მომავალ წლებში, სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულებით, კიდევ მრავალი პროექტი განხორციელდება.

 


ტურისტებისთვის ერთ-ერთ საყვარელ ადგილად იქცა, მართლაც გამორჩეული მარტვილის კანიონი, რომელიც უკვე აღჭურვილია სათანადო ინფრასტრუქტურით. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ასევე ნოქალაქევში, სადაც მოეწყობა საუკეთესო ტურისტული ინფრასტრუქტურა. ჩვენ სერიოზული სამუშაოები ჩავატარეთ თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტის პოტენციალის მთლიანად ასათვისებლად, რაშიც საერთო ჯამში 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება და თეთნულდი ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს ტურისტებს.

 


ალბათ ყველა ხედავთ, რამდენადაა გაზრდილი ტურისტების რიცხვი სვანეთის მიმართულებით. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო პოლიტიკის და ამ მხარეში განხორციელებული პროექტების შედეგია. წელს იმდენად გაზრდილი იყო მოთხოვნა, რომ ჩვენ ფრენების რაოდენობა გავზარდეთ სვანეთის მიმართულებით.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი