გიორგი გახარია სიემენში ფუჯიანის პროვინციის გუბერნატორს შეხვდა
17-09-2017, 10:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ჩინეთში ვიზიტად იმყოფება. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა პირველი შეხვედრა ფუჯიანის პროვინციის გუბერნატორთან, ვი ვეიგოსთან გამართა.

 

 

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო 18 უმსხვილეს საერთაშორისო, სავაჭრო და საინვესტიციო გამოფენას, რომელიც სიემენში 18-21 სექტემბერს გაიმართება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ 2017 წელი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებისთვის უმნიშვნელოვანესი წელი იყო, ხელი მოეწერა შეთანხმებას ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

 


„2017 წელი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობისთვის უმნიშვნელოვანესი წელია. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს. დღეს აქ ვართ, როგორც მიმღები ქვეყანა მსოფლიოში ყველაზე დიდ საინვესტიციო გამოფენაზე. 2017 წლის ნოემბერში საქართველოში კვლავ ჩატარდება აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესია. გუბერნატორთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ასევერ ფორუმის მიზნებზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ პეკინში ჩატარებული ფორუმის ლოგიკური გაგრძელება იქნება. ძირითადად ყურადღება კონცენტრირებული იყო იმ ეკონომიკურ წინსვლაზე, რომელსაც ჩვენმა ქვეყნებმა ამ ინფრასტრუქტურის შექმნის შედეგად შეიძლება მიაღწიონ. პირველ რიგში, ეს არის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ეს არის ნოემბრის ფორუმი, რომელიც თბილისში ჩატარდება, და რა თქმა უნდა, ის საინვესტიციო ფორუმი, რომელზეც ხვალ წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 120 კომპანიის წარმომადგენელი საქართველოდან", განაცხადა გიორგი გახარიამ.

 


გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანაორგანიზებით, დაგეგმილია საქართველოს პოტენციალის წარმოჩენა სხვადასხვა ჭრილში, რაც უმთავრესად საქართველოს ბიზნესკლიმატის, საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობების ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას გულისხმობს.

 


გამოფენის ფარგლებში ასევე გაიმართება მაღალი დონის სამთავრობო შეხვედრები, ორმხრივი სესიები კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის და სხვადასხვა ღონისძიებები, რაც საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი