აშშ-ის პოლიციამ ჯორჯიის შტატში ლგბტ სტუდენტი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა
18-09-2017, 01:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატში პოლიციამ ლგბტ აქტივისტი სტუდენტი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

 


როგორც BBC იუწყება, პოლიცია ატლანტაში კამპუსთან გამოიძახეს და უთხრეს, რომ იქ „პირი დანით და იარაღით“ იყო აღჭურვილი, ადგილზე მისვლის შემდეგ კი ისინი სკაუტ სხულცს წააწყდნენ. გავრცელებულ ვიდეოში თვალნათლივ ჩანს, რომ 21 წლის სკაუტ სხულცი არ ემორჩილება პოლიციის ბრძანებას დანებებულიყო და დაეგდო დანა.

 


სკაუტ სხულცის დედამ განაცხადა, რომ პოლიცას არ უნდა გამოეყენებინა სასიკვდილო ძალა.

 

 

ჯორჯიის ტექნოლოგიის ინსტიტუტში სტუდენტების მიერ გადაღებულ ვიდეოში ისმის, თუ როგორ გაიძახის სკაუტ სხულცი, „მესროლეთ!“ იმ დროს, როცა ის განაგრძობდა პოლიციის ოფიცრებისკენ სვლას. ამის შემდეგ ერთ-ერთი ოფიცერი ცეცხლს ხსნის.

 


გამომძიებლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ თავდაპირველად განაცხადა, რომ 21 წლის სკაუტ სხულცი - რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც არც მამაკაცი და არც ქალი, ირაღი ჰქონდა - არ ჩანს, რომ შეიარაღებული იყო. ჯორჯიის საგამოძიებო ბიუროს ცნობით, კომპიუტერის საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 


ინციდენტის დროს პოლიციელებს დაზიანება არ მიუღიათ. პოლიციელის ვინაობა, რომელმაც ცეცხლი გახსნა, არ დასახელებულა.

 


სკაუტის დედამ, ლაინმა მოგვიანებით განაცხადა, რომ სკაუტი, რომლის დაბადების სახელი და გვარია სკაუტ სხულცი, პოლიტიკურად აქტიური პირი იყო, იგი შეპყრობილი იყო დეპრესიით და ორი წლის წინათ თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა.

 


„რატომ არ გამოიყენეს მათ არალეტალური ძალა, წიწაკის შესასხურებელი ან მისი მსგავსი რამ?“ უთხრა მან გაზეთ „the Atlanta Journal-Constitution“-ს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი