საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“-ს დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოში განათლების დაბალი დონეა. ამის შესახებ ივანიშვილმა გადაცემა „2030“-ის ეთერში ისაუბრა.
„ჩვენი განათლების ხარისხი კარგად მოგვეხსენება, რამდენიც არ უნდა ვიამაყოთ, დონე ძალიან დაბალი გვაქვს. აუცილებელია განათლება, რადგან გაუნათლებელ ადამიანს შორი გზა არ აქვს. როგორც მოგეხსნებათ, დღეს ეკონომიკა და განათლება ერთ კონტექსტში მოიხსენიება. თუ გინდა ეკონომიკის აღორძინება, მას განათლება სჭირდება და განათლებას სჭირდება ეკონომიკა. ჩვენ თუ გინდა რომ საქართველოში სერიოზული ინვესტიციები შემოვიდეს, მას აუცილებლად სჭირდება პროფესიული კადრები. როდესაც სერიოზული კომპანიები ქვეყანაში ინვესტიციებით შემოსვლას გეგმავენ, იქ ძირითადი კითხვაა, საშუალო ხელფასი, შემდეგ როგორია საკადრო პოლიტიკა, როგორი განათლება აქვს საზოგადოებას და შეიძლება თუ არა სერიოზული წარმოების დაფუძნება“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.