„არმიჰოლში“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერის გაცილების ცერემონია გაიმართა
18-09-2017, 05:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ლიდერის გაცილების ცერემონია გაიმართა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პოლკოვნიკი ტორსტენ კიოლერი საქართველოში საკუთარ მისიას ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ასრულებდა. SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერის პოზიციაზე პოლკოვნიკ ტორსტენ კიოლერს შეცვლის I რანგის კაპიტანი შტეფან ანიგჰოფერი, რომელიც მოვალეობას ოქტომბრიდან შეასრულებს.

 


„გაცილების ღონისძიებაზე ძირითადი ჯგუფის გერმანელი ლიდერი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებულად და ეფექტურად განხორციელებისათვის საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის მედლით დააჯილდოვა. თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკ ტორსტენ კიოლერს საქართველოში ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

 


ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი, ნუკრი გელაშვილი, ზაალ კაპანაძე, გიორგი ბუთხუზი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ. SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერის დაჯილდოების ცერემონიალზე, ასევე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC), საქართველოში აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფისა (CUBIC) და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ", აღნიშნულია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი