რას ჰყვებიან დუშელები პრეზიდენტ მარგველაშვილზე?
27-04-2015, 04:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

როგორ გადაურჩა "გაზის ჯარიმას" მარგველაშვილი - რას ჰყვება პრეზიდენტზე მისი "მოურავი"
როგორ გადაურჩა "გაზის ჯარიმას" მარგველაშვილი - რას ჰყვება პრეზიდენტზე მისი "მოურავი"
27-04-2015
"მარგველაშვილმა ნისიების რვეული მოითხოვა..."

ძნელია წინასწარ განსაზღვრო, გაი­თვა­ლისწინებს თუ არა  გიორგი­ მარგველაშვილი მოწოდებებს ავლაბრის საპრეზიდ­ე­ნტო რეზიდენციის ნებით დატო­ვ­ებაზე. ვერც იმას ვიტყვით გად­აჭრით, რომ ვინმე შეეცდება­ რეზიდენციიდან მის იძულებით­ გამოსახლებას. თუმცა, ზუსტად­­ შეგვიძლია გითხრათ, რომ გიორგი მარგველაშვილის ყველაზე საყვარელი "რეზიდენცია" დუშეთში მდებარე მისი სახლია. 

რამდენიმე დღის წინ დუშეთში გახლდით­ და შევიტყვეთ, რომ გიორგი მარგველაშვილი ორჯერ გადაურჩა დაჯარიმებას ერთ-ერთი ენერგეტიკული კომპანიისგან, რომელიც რაიონს ბუნებრივი აირით ამარაგებს.­ პირველი გაფრთხილება­ 2013 წელს მისვ­ლია - თუ ფულს დროულად არ გადაიხდიდა, აირის მიწოდებას შეუწყვეტდნენ. მეორედ მიმდინარე წლის დასაწყისში გააფრთხილეს­ არასწორად დამონტაჟებული გამათბობელი დანადგარის გამო - თუ უსაფრთხოების ნორმებს არ დაიცავდა, ბუნებრივ აირს გამ­ო­­­­ურთავდნენ. გიორგიმ სასწრაფოდ მიიღო­ ზომები და ჯარიმას გადაურჩაო, ამბ­ო­ბენ დუშელები. ისინი­ პრეზიდენტს დღესაც ისევე მიმართავენ ან მოიხსენიებენ, როგორც გაპრეზიდენტებამდე: გიორგა, გიო, სახლიკაცი გიორგი... 

-„განა რამე შეიცვალა? რა კაციც იყო, ისევ ის დარჩა, კეთილი, თავმ­დაბალი. ისევ ძველებურად მარტო დადის მანქანით, ზოგ­ჯერ თუ ამოჰყვება ხოლმე დაცვის ავტომ­ობილი. დუშეთში სულ ფეხით დაიარება, მაღაზიაში ჩვენსავით ყიდულობს პროდუქტს, ეკლესიაში ჩვენსავით დადის წირვაზე, ბაზარშიც ძველებურად შეივლის ხოლმე", - ამბობენ დუშელები. 

სამწუხაროდ, პრეზიდენტის აგარაკის დ­აცვამ ეზოშიც არ შეგვიშვა. ისევ სამეზ­ობლოში მოვიძიეთ ინფორმაცია და იმ კაც­საც მივაგენით, კინაღამ რომ ჯარიმა აჰკიდა­ პრეზიდენტს. ეს ამბავი ეამაყებათ დუშელებს, ამბობენ, დუშეთი ევროპული მენტალიტეტით გამოირჩევაო... 

გოჩა გედევანიშვილი რამდენიმე თვის წინ ენერგოკომპანიაში მუშაობდა და დროდადრო მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით შიდა შემოწმებას ატარებდნენ.

გოჩა გედევანიშვილი:
 - ვნახეთ, რომ ერთ-ერთი დანადგარი არასწორად იყო დამონტაჟებული. წესია, როდესაც ასეთ დარ­ღვევას ნახავ, უნდა გააფრთხილო მოქალაქე.­ 
ვიღაც იტყვის, პრეზიდენტს ეგ როგორ დაუ­წერეო. ვითომ რატომ არ უნდა დამეწერა, პრეზიდენტი ხომ საქართველოს ნომერი­ პირველი მოქალაქეა, რა, მას არ შეიძლ­ება ეშლებოდეს რაღაც? კანონი ყველასთვის ერთი არ არის? მით უფრო, პრეზიდენტ­ისთვის. 

გიორგი არ გვაძლევს იმის საბა­ბს,­ რომ განს­ხვავებუ­ლად მოვექცეთ. ჩვენ ასეთი პრეზიდენტი მოგვწონს. ბატონოსაც კი ვერ ვუმატებთ მიმართვისას მის სახელს. 

- საზოგადოების ნაწილი უწუნებს ნაბიჯს, რომ თბილისში, ავლაბრის რეზიდენციაში გადასახლდა, ფუფუნებისა და კომფორტის სიყვარულმა სძლიაო. 
- რას ამბობთ? სულ აქ არის, სამუშ­ა­ოს­­ დასრულების შემდეგ, გვიან ღამით ამოდის სახლში. ცოლ-შვილი აქ ჰყავს. ბავშვი 12 მარტს რომ ამოიყვანეს, მას მერე დუშეთში იზრდება. პატარას ამ ორღობეში ასეირნებს ხოლმე მომვლელი­ ქალი.

მთის ხალხმა იცის თავისუფლებ­ისა და თანასწორობის ფასი და ამიტომაც გიორგისა­ და მისი ოჯახის საქციელს სათანადოდ ვაფასებთ. ცილისწამებაა, რომ ფუფუნება უყვარს. აბა, ნახეთ მაგის სახლის კედლები, ეტყობა, მოყვარული ხელოსნის შებათქაშებული რომ არის. ბევრ რამეს თვითონ აკეთებდა, ზოგჯერ ჩვენც ვეხმარებოდით. 
იდუკა შეთეკაური, დუშეთის მკვიდრი: "ის სასახლე, სადაც­ პრეზიდენტი მიღებებს მართავს, განა პრეზიდენტის სასახლედ არ აშენდა­ ჩვენი ფულით? სახელმწიფოს საკ­უთრებაა და ეს იმას ნიშნავს, რომ ვინც პრეზიდენტი­ იქნება, იქ უნდა იყოს. 

მიშა რომ მოდიოდა, სულ გადაკეტ­ილი იყო ყველა ქუჩა, სახლიდან გამოსული შინ ვერ დაბრუნდებოდი და თუ გამოსვლა გინდოდა, ცხვირს არ გამოგაყოფინებდნენ. ვერტმფრენებით ზვერავდნენ ზეცას და სახურავებზე სულ სნაიპერები იყვნენ...გიორგიმ კი, ბუნებრივი აირის მილები რომ გაჰყავდათ, თვითონაც გამ­ოიტანა ბარი და მიწის გათხრაში ეხმარებოდა მუშებს. ეზოსაც თვითონ უვლის "მოურავთან" ერთად". 

საუბარში "მოურავიც" შემოგვიერთდა. ასე შეარქვეს დუშელებმა ფრიდონ ბულაურს. ძალიან ხელმოკლე ოჯახი ჰყოლია და ამიტ­ომაც მარგველაშვილი - მას, "მოურავი"­ კი პრეზიდენტის კარ-მიდამოს პატრონობს­. 
ფრიდონ ბულაური: "ყოველღამ აქ არის გიორგი. მგონი, უდუშეთოდ ცხოვრ­ებაც არ შეუძლია. მაგის ყველაზე დიდი ჩინი ადამიანობაა. 

არასოდეს გვიგრძნია­ ქედმაღლობა. ხომ შეუძლია დაცვა ან თუნდაც მე გამიშვას მაღაზიაში, არავის შეაწუხებს, თვითონ გადის საშინაოდ ჩაც­მ­­ული, მაღაზიასაც მოივლის, ბაზ­ა­რსაც. არც სალამი დაენანება, გული­ანად მოგიკითხავს".

ციური ვარსიმაშვილი მაღაზიაში მუშ­აობს:
 "ერთხელ ვცადე, ურიგოდ გამეტ­არებინა. მოკრძალებული ღიმილით მით­ხრა, მიხედ­ეთ ხალხს, მოვა ჩემი რიგიცო. ერთხელაც შეესწრო, აქაურმა ნისიად რომ წაიღო­ პროდუქტები. რომ გავიდა ის კაცი, მთხოვა­, ნახე ნისიების რვეულში, ვალი რამდენი აქვსო და სულ გაუსტუმრა. წინა პრეზიდენტს, ან ახლა რომ მთავრ­ო­ბაში არიან, რამდ­ე­ნ­ის ვალი გადაუხდ­იათ? გიორგი­ ბევრს დახმარებია. რამდენჯერ ეზოში უნახავს, ბავშვები ნაყინის ფულს რომ ითვლიდნენ, შემოვიდოდა, ნაყინს იყიდდა და ბავშვ­ებს დაპატიჟებდა. მისი ღირსება იმაშიც ჩანს, დაუმსახურებელ ცილისწამებას მშვიდად რომ იტანს".

მიუხედავად იმისა, რომ დაცვამ პრეზიდ­ენტის სახლთან მისვლის უფლება არ მოგვცა, მაინც შევძელით გადაგვეღო მისი სახლი, რომლის ეზოს გალავნისა და ალაყაფის კარის ნაც­ვლად, უბრალო მავთულის ღობე და რკინის ჭიშკარი აქვს. ეზოში ბაღჩაც მოჩანს, რომლის მოვლაც ძალიან ჰყვარებია პრეზიდენტს, ისევე როგორც ციცრების, ეზოში რომ კენკავენ ბალახს.

kvirispalitra.ge

კომენტარები: 5
#5   ნონა
      
ბატონო პრეზიდენტო,

თქვენ პრეზიდენტობა იქ დამთავრდება, როცა დაივიწყებთ იმ ხალხს, ვის წიაღშიც დაიბადეთ, თქვენი უშუალობით დაამახსოვრებთ თავს საზოგადოებას. მინდა იყოთ ასეთი გაწონასწორებული, კეთილსინდისიერი და ღიმილიანი. მომწონს კანონისადმი თქვენი პატივისცემა და რომ გაგაჩნიათ კონსტიტუციური საკუთარი მე. გაიხარეთ.

მიხარია რომ გაგაჩნიათ „კონსტიტუციური“ საკუთარი მე. თქვენი უშუალობით, ცოდნით და ადამიანურობით დაამახსოვრებთ თავს საზოგადოებას. მაკედონელმა ვერ წაიღო ამ ქვეყნიდან ვერაფერი და ვერც თქვენ გაიყოლიებთ თან რამეს. იხარეთ და გამრავლდით.
6 მაი 2015 06:30
#4   შაკო
      
მარგველ, შენ ყველაზე მდიდარი ადამიანი ხარ მსოფლიოში
6 მაი 2015 05:57
#3   მარინა ჩიტიაშვილი
      
მე უფროდაუფრო მომწონს ჩვენი პრეზიდენტი. მინდა, რომ კარგად იყოს.პატივისცემით მივესალმები მას.
28 აპრილი 2015 15:36
#2   nugo
      
ძალიანაც კარგი რომ იგივე კაცი დარჩა კარგია რომ ადამიანი ადამიანათ რჩება.და არ ივიწყებს ბავშვობის მეგობრებს
28 აპრილი 2015 06:22
#1   შოთა
      
ყველაფერი კარგია, მეზობლებს რომ უყვართ ჩვენი პრეზიდენტი. ერთი რამ არ მომეწონა, მას არ ჰქონია უსაფრთხოდ ცხოვრების ჩვევა, გაზის გამათბობელზე მოგახსენებთ. არაა წვრილმანი საქმე, მითუმეტეს პრეზიდენტისთვის
27 აპრილი 2015 23:14
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი