ხონის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სწავლა დაიწყო
18-09-2017, 09:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში სწავლა დაიწყო.

 


აღსაზრდელებს სწავლის დაწყება გამგებლის პირველმა მოადგილემ გელა ჩოგოვაძემ, კულტურის სამსახურის უფროსმა მანანა გოფოძემ, გამგებლის წარმომადგენელმა ქალაქ ხონის ადმინისტრაციულ ერთეულში ოთარ ჯაფარიძემ და ხონის გაერთიანებული ბაგა-ბაღების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიულოცეს.

 


ხონის გამგეობის ცნობით, ხონში 20 სკოლამდელი დაწესებულება ფუნქციონირებს და ბევრი მათგანი ახალ სასწავლო წელს განახლებული ინტერიერით შეხვდა. სამ საბავშვო ბაღში დამონტაჟდა წყლის ჰელიო გათბობის სისტემა, ასევე 4 საბავშვო ბაღში მოწესრიგდა საძინებლები, ქსელში განახლდა სამზარეულო ინვენტარი, სათამაშოები, თვალსაჩინოებები. უახლოეს დღეებში ქალაქის მეორე საბავშვო ბაღში ბაგის ჯგუფი გაიხსნება.

 


„ვცდილობთ პატარებისთვის შევქმნათ სწავლისა და განვითარების თანაბარი პირობები. კვების რაციონი ყველასათვის ერთნაირია. პატარები დღეში ორჯერ მრავალფეროვანი მენიუთი საჭირო და აუცილებელ კალორიებს იღებენ. ჩვენ ამას მივაღწიიეთ და ახლა დღის წესრიგს ინფრასტრუქტურული სამუშაოები წარმოადგენს. ეტაპობრივად ყველა ბაღში შევქმნით სათანადო პირობებს“, განაცხადა გამგებლის პირველმა მოადგილემ გელა ჩოგოვაძემ.

 


გამგეობის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხონის მუნიციპლიტეტის ბაგა-ბაღებში 825 ბავშვი ირიცხება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი