„ქართული ოცნების“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი კიცხისა და ბორის მოსახლეობას შეხვდა
18-09-2017, 09:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.

 


მერობის კანდიდატი ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან, კობა ლურსმანაშვილთან ერთად, სოფელ კიცხისა და ბორის მოსახლეობას შეხვდა.

 

 

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ადგილობრივებთან შეხვედრაზე ყურადღება გასული ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ პროექტებზე გამახვილდა.

 

 

ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარება და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ცენტრალური ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

 


„მოსახლეობას ისეთი პირობები უნდა შევუქმნათ, რომ სოფელი მოსახლეობისგან არ დაიცალოს. ცხრა თვის წინ, როცა ნდობა ერთხელ უკვე გამომიცხადეთ, მთავარ პრიორიტეტად ინფრასტრუქტურა ავირჩიეთ და კიცხის თემში ჯამში, ხუთი კილომეტრამდე გზას კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება. ჩემი მერობის შემთხვევაში, ეს ტენდენცია გაგრძელდება“, განაცხადა ნიკოლოზ თოფურიძემ.

 


ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ხარაგაულის მერობის კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადა და თვითმმართველობის არჩევნებში წარმატება უსურვა.

 


„გასული ცხრა თვე გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ნიკოლოზ თოფურიძის მერად არჩევის შემთხვევაში, ხარაგაულში მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტები განხორციელდება.

 

 

სახელმწიფო რეგიონებს და მათ განვითარებას დიდ ყურადღებას აქცევს. ძალიან მალე, ეს სიკეთეები ყველა თქვენგანს შეეხება“, განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

 

 

კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად აკაკი ლურსმანაშვილი დასახელდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი