სააკაშვილ-უსუფაშვილის სკანდალური ჩანაწერი: შენ ხომ იცი, მარგველა ჩვენთანაა და საჭირო მომენტში იტყვის თავის სიტყვას
27-04-2015, 06:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


უკრაინის პრეზიდენტის აპარატის თანამშრომელი, სერგეი კირნიკი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ იაცენიუკთან უკრაინაში გამართული შეხვედრის შემდეგ მას პრეზიდენტის აპარატში მიყვანა სთხოვა. მისივე ცნობით, უსუფაშვილის თხოვნის შესაბამისად, ისინი საქართველოდან ჩასულ ოფიციალურ დელეგაციას გამოეყნენ და დავით უსუფაშვილი მეუღლესთან ერთად „ლუტერანსკაიას” ქუჩის 17 ნომერში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.


კირნიკის განცხადებით, ადმინისტრაციის შენობაში მათ ელოდათ სააკაშვილი და დაბალი სიმაღლის, სპორტული აღნაგობის მამაკაცი. სააკაშვილმა გულმხურვალედ გადაკოცნა უსუფაშვილი და მისი ცოლი. კირნიკის განცხადებით, მან უსუფაშვილის, მისი მეუღლისა და სააკაშვილის საუბარი ჩაიწერა.

ჩანაწერს უკრაინული მედია აქვეყნებს:

სააკაშვილი: – დათო, ახლა ყველაფერი კარგად იქნება, მე ჩავრთე სხვა ხალხი და ის შეცდომები, რომელიც დებილებმა, გიგიმ და გივიმ დაუშვეს, აღარ განმეორდება. 50 000 არ იქნება პრობლემა, რეალურად გაცილებით მეტი იქნება. შენ ხო ხედავ, ჩვენი პროექტი რეგიონებში უკვე მუშაობს, მთელ ხალხს გამოვიყვანთ.

უსუფაშვილი: – ბატონო მიშა, თქვენ გესმით, რომ ჩვენ ძალიან ვართ დამოკიდებულნი ბიძინას ფინანსებზე?

სააკაშვილი: – დაიცადე, დაიცადე დავით, მე ხომ ვთქვი, რომ ფინანსური საკითხები გადაწყვეტილი მაქვს და თქვენ რასაც შეგპირდით, გავაკეთებ.

ხიდაშელი: – ბატონო მიხეილ, ჩვენ კონკრეტულად უნდა ვიცოდეთ, რისკი დაუშვებელია და საერთაშორისო მხარდაჭერაა აუცილებელი.

სააკაშვილი: – თინა, შენ როგორც ყოველთვის, მოვლენებს წინ უსწრებ. ამერიკელებმა თქვენ უკვე გაგაფრთხილეს და საელჩოც კონტაქტშია თქვენთან. იმ ანგარიშებზე, რომელიც თქვენ გადმოგვეცით, პარასკევს შევაგდებ 100-ს და ყოველ თვე გამოვაგზავნი 30-ს, კიდევ 60 ათასს მიიღებთ თბილისში. ჩანაფიქრის განხორციელების შემდეგ, დათო დარჩება პარლამენტის თავმჯდომარედ ხოლო, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი, შენი იქნება თინა.

ხიდაშელი: – კარგი ეს ჩვენ გვაწყობს, მაგრამ თუ თქვენ ვერ გამოიყვანთ ხალხს, ჩვენ არ ვიმოქმედებთ, არ ჩავერევით და ფულსაც არ შევეხებით.

სააკაშვილი: – დაიცადე თინა! დათო ეს რა კონიაკია? ასეთი არ მინახავს…

უსუფაშვილი: – ეს ენისელის სპეციალური სასაჩუქრე ჩამოსხმაა. თქვენთვის წამოვიღეთ.

სააკაშვილი: – დიდი მადლობა, ძალიან საინტერესოა, მაგრამ მოგვიანებით გავხსნი. „ხოხოლებს” გავუმასპინძლდები, ალკოჰოლი აქ მალე თავდება.

უსუფაშვილი: – რა თქმა უნდა, კიდევ გამოგიგზავნით ღვინოს და კონიაკს, თელავში ჩვენებს ქარხანა აქვთ.

სააკაშვილი: – მადლობა, დავით. შენ ხომ იცი, მარგველა ჩვენთანაა და საჭირო მომენტში იტყვის თავის სიტყვას.

უსუფაშვილი: – კი გიორგისთან კოორდინაციაში ვარ.

სააკაშვილი: – აქამდე როგორ უთმენთ ამ გაუნათლებელ სოფლელს, დათო.

უსუფაშვილი: – ის სხვა პლანეტაზეა, ერთობა თავისი ტელეპროგრამით, ბატონო მიშა.

სააკაშვილი: – ხო დავით, ვუყურებ და ბევრს ვიცინი. მისმინეთ, მოკლედ ჩვენ მალე გადავწყვეტთ! აქცია 26 მაისს გაიმართება თუ მოგვიანებით? 26-ში ბურჯანაძე და სხვები დაიწყებენ ლაყბობას და შეიძლება ხელი შეგვიშალონ, ჩვენ გამოგივლით და შეგატყობინებთ. მთავარია ყველაფერი გავაკეთოთ ისე, როგორც მოვილაპარაკეთ. თქვენ უნდა იყოთ ხალხთან და ხალხს ჩვენ წარვმართავთ იქ, სადაც საჭიროა. ამ გაუნათლებელ დებილებს ცოტა დარჩათ! ყველა გაიქცევა როგორც ვირთხები და ეს პინგვინი ვერ გაფრინდება!

 

 

კომენტარები: 7
#7   მიშიკო
      
wink wink wink wink კარგი ზღაპარია!!!
26 ოქტომბერი 2015 11:21
#6  ცარიელითავი
      
ნეტა როდიდან არის რომ თინა და დათო მიშას თქვენობით და ბატონო მიხეილით ესაუბრებიან, თანაც ცალკე და პრივატულად. მიშაც რა დალაგებულად ლაპარაკობს....
26 ოქტომბერი 2015 09:43
#5   ha ha ha
      
დაანებეთ რა თავი ამ საწყალი ხალხის გამოშტერებას, ისედაც ბევრი ატყუეთ, მარტლა მოგცლიათ რა. გავიგეთ ჭორვილაზაციას ვადგავართ, მაგრამ ტეხავს რა ქვეყნის მართვა ჭორვილას ორღობის მენტალიტეტიანი ხალხის მეშვეობით, წალეკეს გოიმებმა ქვეყანაა
25 ოქტომბერი 2015 14:32
#4  ssss
      
ამათგამო ბიჯო ერთმანეტს რატო აგინებთ
25 ოქტომბერი 2015 13:50
#3   mamuka
      
ამათ ამყველაფრის მერე რა უნდა უყოს კაცმა?!!!!!!!!!!!!!!
25 ოქტომბერი 2015 11:37
#2   კომბლე
      
ეგ საკენკი ქოცანდარებო, თქვენს ფანებს დაუყარეთ
25 ოქტომბერი 2015 10:14
#1   datatutashxia
      
ეგ საკენკი ნაც ბოზებო, თქვენს ნაბოზვარ ფანებს დაუყარეთ.
25 ოქტომბერი 2015 07:02
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი