„ქართული ოცნების“ ამბროლაურის მერობის კანდიდატი სოფლებში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობას გეგმავს
20-09-2017, 05:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზვიად (დავით) მხეიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.

 


როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატი სოფელ სადმელის, ღვიარას, ძირაგეულისა და ბოსტანას მცხოვრებლებს შეხვდა და მათ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. ასევე, მოსახლეობისგან იმ პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა, რომელიც მაღალმთიან დასახლებაში ყველაზე აქტუალურია.

 


მოსახლეობამ მერობის კანდიდატს სოფელში მისასვლელი გზების, სასმელი წყლის, გარე განათების, სანიაღვრე არხებისა და კანალიზაციასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება სთხოვა.

 


„ჩემი არჩევის შემთხვევაში, საზოგადოებას ვპირდები, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფლამდე მისასვლელ და შიდა საუბნო გზებს. ქალაქის დარჩენილ უბნებსა და ყველა სოფელში მოგვარდება სასმელი წყლის პრობლემა. ასევე, დასრულდება საკანალიზაციო ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა; მოეწყობა ნაპირდამცავი ნაგებობები; დასრულდება ყველა დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტი და ყველა სოფელში ბიბლიოთეკების საკითხი მოგვარდება“, განაცხადა დავით მხეიძემ.

 


ამბროლაურის მერობის კანდიდატი არჩევის შემთხვევაში, სოფლებში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობასა და ამბულატორიული მომსახურების შემოღებას გეგმავს.

 


„ვპირდები საზოგადოებას, ყველა პირობას შევქმნი, რათა კომფორტულად იგრძნოს თავი, როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ, ისე ნებისმიერმა სტუმარმა. იმედი მაქვს თქვენი გონიერების, რომ მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებას და ერთად ვიზრუნებთ ჩვენი კუთხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, განაცხადა ამბროლაურის მერობის კანდიდატმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი