საქართველოს პირველობაზე ქართულ ჭიდაობაში გამარჯვებულ გოგა ვარდოსანიძეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი სპორტის სამსახურთან ერთად შეხვდა. ტარიელ თუთარაშვილმა ახალგაზრდა სპორტსმენს მიღწეული წარმატება მიულოცა და ფულადი ჯილდო გადასცა.
როგორც გამგებელმა აღნიშნა, წარმატებული სპორტსმენები ყოველთვის იქნებიან წახალისებული ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ. გოგა ვარდოსანიძე ჩემპიონატზე 46 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ტურნირს ქალაქი ახალციხე მასპინძლობდა, სადაც ზესტაფონის სახელით სასპორტო სკოლის აღსაზრდელი გოგა ვარდოსანიძე გამოდიოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.