თენგიზ შერგელაშვილი: 400 ათასი თბილისელის დაზღვევისთვის 50 მლნ ლარი გამოიყოფა
20-09-2017, 09:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი თბილისის ამომრჩეველს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე დაშენებულ დაზღვევას შესთავაზებს. თენგიზ შერგელაშვილი 400 ათასი თბილისელისთვის, რომელთაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შესული ცვლილებები შეეხო და დაფინანსება შეუმცირდა, ბიუჯეტიდან 50 მლნ ლარის დაზღვევისთვის გამოიყოფას გეგმავს.

 


როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, თენგიზ შერგელაშვილის განცხადებით, დაზღვევის სისტემა, რომელიც მისი მერობის შემთხვევაში ამოქმედდება, მოსახლეობას შეუვსებს საყოველთაო ჯანდაცვის კომპონენტს და ხელს შეუწყობს სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარებას.

 


„ჩვენი პროგრამა გულისხმობს სადაზღვევო კომპონენტის შემოტანას, რომელიც შეეხება ოთხი კატეგორიის მოსახლეობას: სოციალურად დაუცველ ოჯახებს, 6-17 წლის მოზარდებს, წლიური 40 000 ლარამდე და თვეში 1000 ლარი და მეტი შემოსავლის მქონე პირებს და თვეში 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე პირებს.

 


ჩვენი კორპორატიული დაზღვევა 100%-ით შეავსებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაუფინანსებელ ნაწილს სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და 6-17 წლის მოზარდებისთვის. რაც შეეხება დანარჩენ ორ კატეგორიას, მათ სადაზღვევო პრემიის ნაწილში თანადაფინანსება ექნებათ“, განაცხადა პარტია „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, თენგიზ შერგელაშვილმა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი