გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი: ჩემი მიზანია, ადგილობრივებს ხელი შევუწყოთ ფერმერული მეურნეობის განვითარებაში
21-09-2017, 04:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატმა, არჩილ ხანდამაშვილმა, მორიგი შეხვედრები სოფელ არაშენდის, დარჩეთის, ნანიანისა და ჯიმითის მოსახლეობასთან გამართა.

 


მერობის კანდიდატი ასევე იმყოფებოდა სოფელ ძირკოკში, სადაც გზის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო. არჩილ ხანდამაშვილი სოფელ ვაჩნაძიანში კარდაკარის პრინციპით რამდენიმე ოჯახსაც ესტუმრა.

 


როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ადგილობრივებმა კანდიდატთან საუბრისას, სახელმწიფო პროგრამებსა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე გაამახვილეს ყურადღება.

 


„ჩემი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ადგილობრივებს ფერმერული მეურნეობის განვითარებაში. უნდა დავნერგოთ ახალი ტექნოლოგიების პოპულარიზაცია, რაც ფერმერებს მუშაობას გაუმარტივებს. ინოვაციური ტექნოლოგიები ყოველთვის მაინტერესებდა და პირადად ვცადე, მაგალითად, ჰიდროპონიკას წარმოება. თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმ სახელმწიფო პროექტების შესახებ, რომლებიც წარმატებით ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში,“ განაცხადა ხანდამაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი