„ქართული ოცნების“ ვანის მერობის კანდიდატი ამომრჩეველს „ევროპული სოფლების მშენებლობას“ ჰპირდება
21-09-2017, 04:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი სოფელ ამაღლების, ბაძგისა და ბზვანის მოსახლეობას შეხვდა.

 


ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა კანდიდატმა საარჩევნო პროგრამის გაცნობით დაიწყო და მოქალაქეების შეკითხვებს უპასუხა.

 


როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, სოფელ ამაღლებაში ალექსანდრე გოგორიშვილმა ადგილობრივებს განუცხადა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, სოფელში არსებული ბალნეოლოგიური კურორტის აღსადგენად იმუშავებს. სოფელ ბზვანში კი, მერობის კანდიდატი ბაგა-ბაღის მშენებლობის სამუშაოებს გაეცნო.

 


„ჩვენი ხელისუფების მიზანია, მომდევნო წლებში ევროპული სოფლის მშენებლობა, რაც პირველ რიგში, გამოიხატება იმაში, რომ ყველა სოფელს მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს შიდა საუბნო გზები, სანიაღვრე არხები და განათება. გპირდებით, რომ ეს აუცილებლად გაკეთდება და ყველა ის თანხა, რომელსაც ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მივიღებთ, რაიონს და სოფელს უკლებლივ მოხმარდება”, განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი