პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ვადად 2019 წლის მარტი დაასახელა
22-09-2017, 11:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ვადად 2019 წლის მარტი დაასახელა. როგორც BBC იუწყება, მას სურს აღნიშნულ პერიოდში გამოიყენოს ევროკავშირის ბაზარზე არსებული ხელმისაწვდომობა და პირობა დადო, რომ ბრიტანეთი გადაიხდის თავის „სამართლიან წილს“ ევროკავშირის ბიუჯეტში.

 


მან თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი „ბრექსიტის“ შემდეგ ევროკავშირის „უმძლავრესი მეგობარი და პარტნიორი“ იქნება.

 


ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) ცნობით, შეთანხმება, რომელიც მან იტალიის ქალაქ ფლორენციაში წარმოთქმულ სიტყვაში წარმოადგინა, შესაძლოა მოიცავდეს 20 მილიარდი ევროს (18 მილიარდი ფუნტი სტერლინგი) გადასახადს ორი წლის განმავლობაში.

 


ვაჭრობაზე საუბრისას პრემიერ მინისტრმა მეიმ განაცხადა, რომ მხარეებმა „გაცილებით უკეთ შეიძლება გაართვან თავი“ საკითხებს, ვიდრე მიიღონ არსებული მოდელები და არ არის იმის „საჭიროება, რომ დაწესებული იყოს ტარიფები იქ, სადაც ისინი ახლა არაა“.

 

 

მან დაჟინებით მოუწოდა ევროკავშრს შეინარჩუნოს არსებული სავაჭრო პირობები დიდ ბრიტანეთთან მისი ორგანიზაციიდან გასვლის შემდეგ მომავალი 2 წლის განმავლობაში, 2021 წლამდე. 

 

 

ვრცელ და მრავალმხრივ სიტყვაში ტერეზა მეიმ ასევე თქვა:

 


 „იმპლიმენტაციის პერიოდზე“ - პოტენციურად 2 წელი - „რაც შეიძლება მალე“ უნდა იყოს შეთანხმება მიღწეული;

 


 რომ დიდი ბრიტანეთი მზად არის „შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც ჩვენ ავიღეთ“ - საუბარია ფინანსურ ვალდებულებებზე;

 


 რომ სურს „გაბედული ახალი უსაფრთხოების ურთიერთობა“ ევროკავშირთან, რომელიც „თავისი სიღრმით უპრეცედენტო“ იქნებოდა.

 


მოლაპარაკებები ორშაბთს უნდა განახლდეს, მაგრამ ჯერჯერობით ორ მხარეს არ მიუღწევია შეთანხმება ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების უფლებების საკითხებზე, ფინანსურ შეთანხმებასა თუ ირლანდის სასაზღვრო საკითხზე.

 


მეის სიტყვას ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ყოფილი პრემიერ მინისტრის, დევიდ ქამერონის კომუნიკაციების დირექტორის, კრეგ ოლივერის შეფასებით, „ბრექსიტი“ - დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა - „უფრო მეტხანს გაგრძელდება და უფრო ძვირი იქნება“.

 


„კონსერვატორების“ ყოფილი ბიზნესის მინისტრი ანა სობრი მიესალმა მეის სიტყვას და განაცხადა, რომ ის იყო „აბსოლუტურად მართებული ნაბიჯი და მართებული მიმართულება“.

 


„ეს მისცემს ბრიტანულ ბიზნესს გარკვეული სახის გულდაჯერებულობას და სიმტკიცეს“, თქვა მან.

 


CBI-ის გენერალურმა დირექტორმა, კაროლინ ფეირბეირნმა, რომელიც პრემიერ მეის „პოზიტიურ ტონს“ გამოეხმაურა, აღნიშნა, რომ პოსტ-ბრექსიტის შემოთავაზებული გადასვლის პერიოდი, „დაიცავს სამუშაო ადგილებს და ინვესტიციებს სრუტის ორივე მხარეს“.

 


მან დასძინა, რომ ევროკავშირის მილიონობით დასაქმებულს და თავიანთ ოჯახებს დიდ ბრიტანეთში ესაჭიროებათ გულდაჯერებულობა, ისევე როგორც ევროკავშირში ბრიტანეთის მოქალაქეებს. 

 

 

ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, ჯერემი კორბინმა კი ბრალი დასდო მეის იმაში, რომ არ იცის თუ რა ტიპის „ბრექსიტი“ უნდა მას. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი