საქართველოსა და კანადას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ღრმავდება
24-09-2017, 11:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოსა და კანადას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია, მრავალეროვნულ სწავლებებში ქართველი და კანადელი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობა და სამხედრო თანამშრომლობის კუთხით სამომავლო პროექტები - განხილვის ის მთავარი საკითხები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ კანადელ კოლეგასთან ჰარჯიტ სინგ საჯანთან შეხვედრისას ისაუბრა. მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა ტორონტოში, კანადის თავდაცვის სამინისტროს რეგიონულ ოფისში შედგა.

 


ლევან იზორიამ კოლეგას კანადის მთავრობის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. კანადის მხრიდან ყურადღება გამახვილდა რეგიონული უსაფრთხოების მხარდაჭერის კუთხით.

 


შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სამომავლო თანამშორმლობის გაღრმავება და გაძლიერება. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში კანადელი ექსპერტების საქართველოში მოვლინებაზე. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, თანამშორმლობის ინტენსიფიკაციაზე მეტყველებს მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში კანადური ხომალდის შემოსვლაც.

 


საქართველოს თავდაცვის მინისტრი კანადაში ვიზიტის ფარგლებში „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) მონაწილე დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედროების მხარდასაჭერად ჩავიდა. ტორონტოში გამართული შეხვედრისას ლევან იზორიამ კანადელ კოლეგას საერთაშორისო თამაშების გახსნის ცერემონიალზე მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი