იმედგაწბილებული მერკელი - მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ ბუნდესტაგში პირველად მოხვდნენ „ნაციონალისტები“
25-09-2017, 08:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის ყველა, 299 საარჩევნო ოლქიდან მონაცემები ცნობილია და კანცლერ ანგელა მერკელის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ და მისი ბავარიული შვილობილი „სოციალ-ქრისტიანული კავშირი“ პირველ ადგილზე არიან და გერმანიის ნაციონალურ არჩევნებში ხმების 33% მიიღეს, მაგრამ პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ნაციონალისტები - ულტრა-მემარჯვენეები ბუნდესტაგში შევიდნენ, თან პარლამენტში მოხვედრილ 6 პარტიას შორის დეპუტატების რაოდენობით მესამე ადგილი დაიკავეს, ამომრჩეველთა თითქმის 13%-იანი მხარდაჭერით.

 


მეორე ადგილზე მერკელის პოლიტიკური ძალის მთავარი მეტოქე, ევროპული პარლამენტის ყოფილი პრეზიდენტის, მარტინ შულცის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ გავიდა, ამომრჩეველთა 20.5%-ით, მაშინ როცა „მწვანეებმა“ და „მემარცხენეებმა“ იგივე პროცენტი მიიღეს, რაც 2013 წელს, თითოეულმა 8.9 და 9.2 პროცენტი, შესაბამისად, ხოლო წინა არჩევნებზე 5%-იან ბარიერს მიღმა დარჩენილი პრო-ბიზნესის „თავისუფალი დემოკრატების პარტიამ“ მნიშვნელოვან წამრატებას მიაღწია და ხმების 10.7% მიიღო.

 


მხარდამჭერებისადმი მიმართვისას, მერკელმა განაცხადა, რომ იგი „უკეთეს შედეგს“ მოელოდა. მან „საოცარი გამოწვევების“ შესახებ ისაუბრა, აღნიშნა, რომ „დარწმუნებულია“, ქრისტეშობისთვის გერმანიას ახალი მთავრობა ეყოლება.

 


მეორე ადგილზე გასული „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი მარტინ შულცი, რომელიც გერმანიის პოლიტიკაში აქტიურად ჩაბმამდე ევროპული ევროპარლამენტის პრეზიდენტი იყო, მადლობას უხდის მხარდამჭერებს და პარტიის თანამშრომლებს, და ყველა კანდიდატს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა სოციალისტებს და აცხადებს, რომ იგი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დარჩება.

 


მან აღნიშნა, რომ მისი პარტია მონაწილეობას არ მიიღებს კოალიციურ მთავრობაში და ოპოზიციაში იქნება. „ეს მთავრობა არ აირჩიეს და შენ, კანცლერო, ყველაზე დიდი წაგებული ხარ“, განაცხადა შულცმა.

 


მე-3 ადგილზე გასულმა ულტრა-მემარჯვენეების, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა ფრაუკე პეტრიმ კი „თვითერზე“განაცხადა, რომ გერმანიამ „შეუდარებელი პოლიტიკური მიწისძვრა“ განიცად. ამავე პარტიის თანათავმჯდომარემ, ალექსანდერ გაულანდმა კი თქვა, რომ „ბრძოლა არ დასრულებულა“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი