საქართველოს თავდაცვის მინისტრი კანადაში „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილე ქართველ სამხედროებს შეხვდა
25-09-2017, 11:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული 15-კაციანი გუნდი კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) მონაწილეობს.

 

 

ქართველი ჯარისკაცების მხარდაჭერის მიზნით, ტორონტოში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად იმყოფება.

 

 

თავდაცვის უწყების ცნობით, ლევან იზორია დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ქართველი სამხედროების საგულშემატკივროდ „Air Canada Centre“-ში „ძლიერთა თამაშების“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრო.

 

 

„სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებების დროს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებული თავდაცვის სამინისტროს გუნდი „ძლიერთა თამაშებში" (Invictus Games) სპორტის 6 სახეობაში ასპარეზობს: ველორბოლა, ცურვა, წოლჭიმი, მშვილდით სროლა, ავტორბოლა, მჯდომარე ფრენბურთი.

 

 

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერთა თამაშებში" მესამედ მონაწილეობენ.

 

 

პირველად ქართველმა სამხედროებმა ლონდონში გამართულ Invictus Games-ში იასპარეზეს, შემდეგ კი, აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში. თამაშებში მონაწილე ქართველი სამხედროებისა და ტორონტოში თავდაცვის მინისტრის ვიზიტის აღსანიშნავად, სასტუმრო „შერატონში“ საქართველოს ელჩის სახელით ოფიციალური მიღება გაიმართება.

 

 

ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრი Invictus Games-ის მონაწილე დაჭრილ ქართველ სამხედროებს გაესაუბრა და საერთაშორისო ასპარეზობაში წარმატებები უსურვა. მიღებას თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრებისა და Invictus Game-ში მონაწილე ქართველ ჯარისკაცებთან ერთად სამხედროების ოჯახის წევრები, უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე კანადური კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები და კანადაში მცხოვრები ქართველები დაესწრნენ. მიღების ფარგლებში საელჩოს მიერ მომზადებული ფოტო-გამოფენაც მოეწყო, რომელიც საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობას მიეძღვნა", აღნიშნულია თავდცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი