სალომე სამადაშვილი მიხეილ ჯანელიძეს: გირჩევთ, დაიქირავოთ ვინმე მრჩეველი და მომავალში თავიდან აირიდოთ უსიამოვნო სასამართლო პროცესები, თუკი კიდევ გაბედავთ იგნორირებას ჩვენი შეკითხვების
25-09-2017, 13:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მომავალში, ჩვენ უკვე სასამართლოს მივმართავთ, თუ ბატონი მინისტრი გაბედავს და პასუხს არ გასცემს დეპუტატის შეკითხვას, რომელიც მან მიიღო ჩემგან და პასუხგაუცემელია იმიტომ, რომ როგორც ჩანს, თქვენ მართლა არ გესმით საკუთარი ვალდებულებები და ანგარიშვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე, ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა დიასპორის კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს.

 

 

სამადაშვილი კიდევ ერთხელ დაინტერესდა, მიიჩნევს თუ არა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ რუსეთისთვის დახმარების თხოვნით საქართველოს ხელისუფლებამ დემონსტრირება საკუთარ სისუსტეს გაუკეთა.

 

 

„თქვენი მთავრობის წარმომადგენლებმა, ფაქტობრივად ყოვედღიურ რეჟიმში სხვადასხვა ინფორმაცია მოგვაწოდეს იმის თაობაზე, მიმართა თუ არა საქართველომ რუსეთს დახმარებისთვის. მე მესმის, რომ თქვენთვის რუსეთი არ არის მტრული სახელმწიფო. თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლების კავშირები ბიზნესის სფეროში რუსეთთან გასაგებია, მათ შორის, თქვენი ეკონომიკის მინისტრის, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ეს სახელმწიფო არის ოკუპანტი სახელმწიფო....

 

 

მე გირჩევთ, დაიქირავოთ ვინმე მრჩეველი, ვინც განგიმარტავთ ვალდებულებებს და მომავალში თავიდან აირიდოთ უსიამოვნო სასამართლო პროცესები, თუკი კიდევ გაბედავთ იგნორირებას ჩვენი შეკითხვების”, მიმართა ჯანელიძეს სამადაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი