ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია: „დევნილებისთვის ბინების გადაცემა, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში დაიწყო, მომავალშიც გაგრძელდება“
25-09-2017, 14:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, ახალი რაიონის დასახლებაში დევნილებს შეხვდა.

 

 

როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატმა მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობებისა და ეფექტიანობის გაზრდას ითვალისწინებს.

 

 

„ხელისუფლებამ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ფოთში 2015-16 წლებში, 439 საცხოვრებელი ობიექტი შეისყიდა, 2012-16 წლებში საცხოვრებელი ობიექტი საკუთრებაში გადაეცა 1668 ოჯახს გადაეცა. დევნილებისთვის ბინების გადაცემა, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში დაიწყო, მომავალშიც გაგრძელდება“, განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

 

 

მისივე თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, ქალაქის ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარებას გეგმავს.

 

 

„საბიუჯეტო სახსრების თითოეული თეთრი ფოთს მოხმარდება. ეს დაპირებათა მინიმუმია. რაც შეეხება მაქსიმუმს, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ფოთში ევროპული სტანდარტები დამკვიდრდეს და ფოთი ევროპული დონის ქალაქი გახდეს“, აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი