თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში შიდა აუდიტის ტრენინგი დაიწყო
25-09-2017, 15:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) შიდა აუდიტის ტრენინგი დაიწყო, რომელიც თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ქარაზანაშვილმა და DIB-ის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა გახსნეს, მონაწილეებს წარმატებები უსურვეს და კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მსმენელებს სიტყვით თავდაცვის მინისტრის ბრიტანელმა მრჩეველმა ალექს პოლმაც მიმართა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის რჩევით მოწვეული ექსპერტი, ჯონ ჩეშაირი ტრენინგის მონაწილეებს ოთხი დღის განმავლობაში ეფექტიან ტესტირებაზე, ადამიანური რესურსების, ინფორმაციის მართვასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ესაუბრება.

 


„შიდა აუდიტის ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა საჯარო უწყებების შიდა აუდიტორები იღებენ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით წელს მესამედ იმართება.

 

 

სემინარზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტიც არის წარმოდგენილი, რომელიც შიდა აუდიტის რეფორმის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი.

 

 

ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული რეფორმის - სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის - მნიშვნელოვან ნაწილს საჯარო სექტორში ფუნქციურად ძლიერი შიდა აუდიტის სამსახურების ჩამოყალიბება და მისი საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა წარმოადგენს“, აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი