პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ტყიბულის მერობის კანდიდატი თემურ ჩუბინიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელ ორპირის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც GUARDIAN.GE-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო, პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა.
თემურ ჩუბინიძემ ამომრჩეველს ორპირის თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მურმან ბასილაძე წარუდგინა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა მერობის კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადეს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წარმატება უსურვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.