საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიას ნორვეგიის შიდა გვარდიის წარმომადგენლები ეწვივნენ
27-09-2017, 16:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიას ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიის მერვე ოლქის წარმომადგენლები ეწვივნენ.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის მიზანი ეროვნული გვარდიის კადრირებული ბრიგადების ასეულების პირადი შემადგენლობისთვის ტაქტიკური სწავლების ჩატარებაა.

 


ნორვეგიელ სტუმრებს ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ უმასპინძლა.

 


„მხარეებმა ოქტომბერში დაგეგმილი სწავლების დეტალები, ორი ქვეყნის გვარდიებს შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნულ გვარდიაში სწავლების დაგეგმვის კონფერენციაც გაიმართა.

 


ქართულ-ნორვეგიული სწავლება „ტაქტიკური სწავლება ძალების მიზიდვის გარეშე“ ბაზალეთში, ეროვნული გვარდიის სკოლის ტერიტორიაზე ჩატარდება. აღნიშნული ღონისძიებით ნორვეგიის შიდა გვარდიასთან თანამშრომლობის ახალი პროექტი დაიწყება, რომლის ფარგლებში რამდენიმე სწავლების, მათ შორის საერთაშორისო სწავლების ჩატარება იგეგმება“, აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი