ტელეკომპანია „იბერია TV”-მ მაუწყებლობა განაახლა
04-02-2014, 17:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტელეკომპანია "იბერია TV”"-მ ათწლიანი პაუზის შემდეგ მაუწყებლობა განაახლა. როგორც "კვირას" ტელეკომპანიის დირექტორის მაკა ჯაფარიძემ განუცხადა, არხი შემეცნებით -გასართობი იქნება და ჯერჯერობით საინფორმაციო გამოშვება არ გავა.

 

 

"არხი ჩვენს მფლობელობაში მოდერნიზებული დაგვიბრუნდა, მიმართულება შეიცვალა და საინფორმაციო გამოშვება არ იქნება. შემეცნებით-გასართობ არხზე მხატვრული ფილმებიც გავა", – აღნიშნა მაკა ჯაფარიძემ.

 


განახლებულმა "იბერია TV”"-მ მაუწყებლობა 3 თებერვალს დაიწყო.

 


ტელეკომპანია "იბერია", რომელსაც ზაზა ოქუაშვილი ფლობდა, 2004 წელს დაიხურა, როდესაც ამ უკანასკნელის კუთვნილ კომპანია "ომეგაში" სპეცრაზმი შევიდა. "იბერიის" წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ტელეკომპანიას სამაუწყებლო ლიცენზია (№B106 ლიცენზია) ზეწოლით ჩამოერთვა და ტელეკომპანია ,,აისს" გადაეცა, რომელიც იმ პერიოდში შეიქმნა.

 

 

"იბერიის" კუთვნილი სამაუწყებლო სიხშირის ამჟამინდელი მფლობელი ტელეკომპანია "აისი", გიორგი არველაძის გენერალური დირექტორობის პერიოდში, "იმედის" მედიაჰოლდინგის მფლობელობაში შევიდა, ხოლო როდესაც მან "იმედი" პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნა, ზემოხსენებული სიხშირეც გადასცა. შესაბამისად, აღნიშნული სიხშირე "იმედის" მმართველ "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" მფლობელობაში აღმოჩნდა.

 

 

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=6166 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 1
#1  shota
      
gamarjobat dzalian vwuxvar imis gamo rom eseti uazro da arasaintereso sainpormacio gadacemebi gaqvt es tqveni brali arari da bodishs gixdit. es xalxi vinc stumrad modis tqvens etershi sul hamoy...nen?! daxocet ertmaneti qartvelebs gvexerxeba eg mteli msoplio gviyurebs da dagvcinis madloba eset reklamas ro uwevt chvens samshoblos.
2 ოქტომბერი 2017 19:36
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი