საერთაშორისო სწავლება ETERNITY 2017 დასრულდა
28-09-2017, 16:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2017 დასრულდა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების დახურვას გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ დაესწრნენ.

 


სწავლების ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა რევაზ ნიკოლეიშვილმა მათ ETERNITY 2017-ის მიმდინარეობის შესახებ ბრიფინგი წარუდგინა.

 


„მრავალეროვნული სწავლება საქართველოსა და თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბების ხელმძღვანელობით იმართება და მასში სამი ქვეყანა - საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანია ჩართული.

 

 

წვრთნების მიზანი მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის ჩამოყალიბება იყო, რაც მილსადენების დაცვის საკითხში სტრატეგიული თანამშრომლობის დახვეწას უზრუნველყოფდა.

 


სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარება, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას ითვალისწინებს“, აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი