საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ ნატოს წარმომადგენელი „გენერალ კვინიტაძის“ მედლით დააჯილდოვა
28-09-2017, 17:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ ნატოს საერთაშორისო-სამხედრო სამსახურის წარმომადგენელი „გენერალ კვინიტაძის“ მედლით დააჯილდოვა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნატოს შტაბ-ბინის საერთაშორისო სამხედრო შტაბის თანამშრომლობითი უსაფრთხოების სამმართველოს აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების განყოფილებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართულებით მომუშავე შტაბის ოფიცერს, გერმანელ ვიცე-პოლკოვნიკ ბერნდ ფლოერს უწყებრივი მედალი საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

 


მათივე ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში გაიმართა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) წარმომადგენლები და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი