გიორგი კვირიკაშვილმა „ჰუალინგი თბილისის ზღვის პლაზა“ გახსნა
30-09-2017, 15:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი „ჰუალინგ თბილისის ზღვის პლაზა“ გაიხსნა, - ცერემონიაში საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

 


მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სავაჭრო ცენტრი, რომლის მშენებლობაში 150 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა, 400-მდე მაღაზიას მოიცავს.

 


მთავრობის მეთაურმა პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა „ჰუალინგ ჯგუფს", ასევე - ჯგუფის დამფუძნებელ მი ენჰუას.

 


პრემიერის შეფასებით, განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში პირდაპირი ინვესტიციები ჩინეთიდან საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

 


ჩინეთი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორ ქვეყანას წარმოადგენს. ჩვენ გვინდა და მზად ვართ, ავითვისოთ ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების სრული პოტენციალი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, განსაკუთრებით მივესალმებით იმას, რომ უკანასკნელ თვეებში ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რაც, ვფიქრობთ, ნამდვილად ისტორიული ხელშეკრულებაა", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ჩინეთთან ასეთი ხელშეკრულება გააფორმა.

 


ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იენჩი და "ჰუალინგ ჯგუფის" პირველი მდივანი და გენერალური დირექტორი გუო სიან იანგი დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი