თბილისში, რკინიგზის სადგურზე მატარებლის ვაგონის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც GUARDIAN.GE-ს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
მათი ცნობით, შემთხვევის შედეგად, მატარებლის ვაგონის სახურავის 1 კვ. მეტრი და 2 კვ. მეტრი ბალახი დაიწვა.
„შემოვიდა შეტყობინება, რომ ვაგზლის მოედანზე იყო ხანძარი. ადგილზე ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. დაშავებული არავინაა", განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.